"ბოლო დღეებში, კიტეიშვილთან დაკავშირებით არაერთმა კლუბმა მოგვმართა. მათ შორის იყო ფრანგული, უნგრული, ბულგარული და ბუნდესლიგის გუნდები. საბოლოოდ, ყველაზე რეალური ავსტრიული კლუბის წინადადება აღმოჩნდა. კიტეიშვილს სულ რაღაც ნახევარი საათს წინ ველაპარაკე და გადაწყდა, რომ ის გრაცის "შტურმში" გადავა და ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს" - ამბობს პირველ არხთან რომან ფიფია.
ოთარ კიტეიშვილი 22 წლისაა - შემტევი ნახევარმცველი რუსთაველია და 2014 წელს "მეტალურგში" თამაშობდა. 2014
გრაცის "შტურმი" ქართველებისთვისი უცხო კლუბი არაა. მისი ფორმით წლების წინ დავით მუჯირი თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. "შტურმში" ასევე გიორგი შაშიაშვილი ირიცხებოდა.