რატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ალბანური "კუკეშის" რამდენიმე ფეხბურთელისთვის ვიზის არმიცემის შესახებ პოზიცია დააფიქსირა.

გუშინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა და ისინი ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევაში "ტორპედოს" ადანაშაულებდნენ.

alt"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის "ტორპედოში" განგვიცხადეს, რომ კლუბი არ მონაწილეობს ვიზის გაცემაში, ისინი მხოლოდ მოწვევებს აკეთებენ და ინფორმაციის მოწოდებისთანავე მოწვევები საკონსულოში გა

დააგზავნეს.

რაც შეეხება სავიზო პრობლემებს, ისინი გამოწვეული იყო იმით, რომ კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად, მათ ფეხბურთელს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე, თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა კოსოვოელი ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება. ანალოგიური პრობლემაა საქართველოში მოზამბიკის მოქალაქეების შემოსვლაზეც.

რაც შეეხებათ მაკედონიელებს, როგორც კლუბში გვითხრეს, ეს ფეხბურთელები თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდნენ და წამოსვლამდე ერთი დღით ადრე მიიღეს ინფორმაცია, რის შედეგადაც მათთვის ვიზის გაცემა ვერ მოესწრო.

გამომდინარე აქედან, რეჯინალდოს მოზამბიკიდან, ვალონ ეტემის და ედის მალიქის მაკედონიიდან ვიზები არ მისცეს და ისინი "კუკეშს" "ტორპედოსთან" მატჩში ვერ დაეხმარებიან, ხოლო რაც შეეხება ფატჯონ მალოკუს კოსოვოდან, მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიზა უკვე აქვს.

 

 

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

ამის გამო ალბანურ მხარეს მატჩის გადადება სურდა, თუმცა მათ უეფასგან კატეგორიული უარი მიიღეს. "ტორპედოს" ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება, რადგან მათ სრულფასოვნად შეასრულეს უეფას მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ სავიზო პრობლემების გამო "ტორპედომ" ფარერების კუნძულებზე დაფე და გლეოფილო ჰასეილბანკი ვარ წაიყვანა. კლუბში გვითხრეს, რომ "ტორპედოს" უკვე მოგვარებული აქვს ყველანაირი სავიზო საკითხი და ალბანეთში სრული შემადგენლობით გაემგზავრება.

9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 ლარია. ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მათი გაღიზიანება გამოიწვია,კოსოვოს არ აღიარებამ, კოსოვო ხომ ალბანელებითაა დასახლებული.
ძალიან მოტყუვდა ტორპედო, როცა ჩაერია და კოსოველ ფფეხბურთელზე გამონაკლისი დააშვებინა.
მირიან
08:52 09-08-2018
0
თბილისი თქვენ გვერდითა ბიჭებო! არავის არ აინტერესებს ზოგიერთი პრიმიტიულად მოაზროვნე ჯგუფების ვითომ ,,მტრობა"
სახელი
18:53 08-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული