"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ მე აქამდე არსად მინახავს

AutoSharing Option
ხვალ, 9 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედო" 21:00 საათზე "კუკეშს" დაუპირისპირდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე ალბანელთა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ და გუნდის კაპიტანმა ილი შამეტმა ისაუბრეს.

არმანდო ცუნგუ: "გუნდში ატმოსფერო კარგი ნამდვილად არაა. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს. აქედან გამომდინარე, უკვე დანარჩენი პრობლემებიც წარმოიქმნა. ხაზი მინდა გავუსვა ფეირ-პლეის პრინციპების დაცვას. ჩვენ აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და არ გვინდა მას პოლიტიკა დავუკავშიროთ.

ჩვენ ვართ ფეხბურთელები და არა პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ
მე აქამდე არსად მინახავს. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ვის მოვთხოვო პასუხი. ჩემთვის სულ ერთია ვინაა დამნაშავე, საქართველოს სახელმწიფო თუ ორგანიზატორი გუნდი".

ილი შამეტი: "ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდში ატმოსფეროს რაც შეეხება, დავეთანხმები მწვრთნელს და ის კარგი ნამდვილად არაა. თუმცა, ჩვენ კონცენტრაციას თამაშზე მაქსიმალურად მოვახდენთ".

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

alt"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ

alt"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება

altკახა ჩხეტიანი: ჩვენი სტრატეგია გვაქვს მეტოქის წინააღმდეგ და ჩემი გუნდის იმედი მაქვს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვეყნა ვერ გაცემს ვიზას იმ ქვეყნის მოქალაქეზე რომელიც არ უღიარებინა, ანუ არ თვლის ქვეყნად, და ეს ამათ პრობლემა რატო გგონიათ? არსდად არ უსვებენ ევროპაში ან მსოფლიოში არც აბხაზებს და არც ცხინვალელებს, იგივე პრინციპია ის ქვეყნები არაა აღიარებული
იმერელი
09:18 09-08-2018
1
ამას მგონი ტუალეტში უნდა.
roma
11:21 09-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული