"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" "კუკეში" 5:2 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ალბანელთა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ ისაუბრა.

- შედეგი არასახიერბელოა და უკმაყოფილო ვარ საბოლოო ანგარიშით, მინდა შევაქო ქუთაისის "ტორპედო" და მისი მწვრთნელი, "ტორპედომ" მოსალოდნელად კარგად ითამაშა და შედეგი სახეზეა.

ჩვენ სავიზო პრობლემებიდან გამომდინარე, მარჯვენა მცველის ნაცვლად ვათამაშეთ ცენტრალური მცველი და ამ პოზიციიდან ვაჩუქეთ მეტოქეს პირველი სამი გოლი. მიუტევებელი შეცდომები დავუშვით.

ჩემი გუნდი საქართველოში ჩამოვიდა ფეხბურთის სათამაშოდ და დანაკლისების მიუხედავად ბოლომდე დაიხარჯა.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიზის პრობლემების
შემდეგ შემოგვიერთდა რეჯინალდუ, გავიხსენოთ ისიც, რომ ის დილის ათ საათზე ჩამოვიდა და არ გამოუძინია. ამ ფეხბურთელმა გაანიავა ოთხი შანსი და ყველაფერი მისი ფიზიკური კონდიციებით იყო გამოწვეული.

ჩვენ "ტორპედოს" ალბანეთში არანაირ სიურპრიზებს არ ვუმზადებთ, მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

altლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

altკახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთათურების თამადობით მთელ საქართველოს გილოცავთ !!!! თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯერ "სიგარეტზე მოკიდება" ადრეა. უამრავი მაგალითია ამისი ქართულ და მსოფლიო ფეხბურთში და იმედია ეს "ტორპედოს" მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ახლა ყველაზე კარგად ახსოვთ. წარმატებები ბიჭებო !!!
დინამოელი
10 აგვისტო 2018 08:01
0
ეს ინფორმაცია კარგად წაიკითხონ ტორპედოელებმა. ჩხეტიანი, არ დაიჯერო რომ ხუმრობს. დაცვასაც გააძლიერებს, ხოლო ის მოზამბიკელი კვლავ დასაბმელი იქნება.
ჰაჰა
10 აგვისტო 2018 10:48
0
ნამდვილად კარგი თამაში იყო და ლამაზი გოლები, ტექნიკურად და ქართულად... აი ჩვენსკენ გასული გოლები კია ცოტა დასაფიქრებელი.. თხოვნა იქნება ყველასთან ვისაც ეხება, 3:0 არაა წარმოუდგენელი ანგარიში და მაქსიმალურად ყურადღებით რა... გავიხაროთ ერთხელ ჩვენც. მადლობა ყველას...
parfiumer
10 აგვისტო 2018 18:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული