ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
ქუთაისის "ტორპედო" ალბანეთში ჩაფრინდა და სასტუმრო "მაკ ალბანიაში" დაბინავდა.ქართულმა გუნდმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი "კუკეშსა" და "ტორპედოს" შორის 16 აგვისტოს ელბასანის 12 342-იან სტადიონზე ჩატარდება.
"კუკეშმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები "ვალეტასა" და "ყარაბაღთან" ქალაქ შკოდერში გამართა, პირველ თამაშს 350 მაყურებელი დაესწრო, მეორეს 700 და სავარაუდოდ არც ელბასანში გაივსება არენა.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "ტორპედომ" 5:2 მოიგო.
ქუთაისის "ტორპედო" უკვე ალბანეთშია
ნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს
ლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]