არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ტორპედოსთან" ნამატჩევს კომენტარი "კუკეშის" მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ გააკეთა.

- "კუკეშს" არ გაუმართლა. პლეი-ოფში საუკეთესო გუნდი გავიდა?
- ძნელი სათქმელია, რადგან ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც არ გაგვიმართლა. 2 გოლი გავიტანეთ, კიდევ 3 გოლის გატანა შეგვეძლო. დღეს ჩემმა ბიჭებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს, მაგრამ პირველი შეხვედრის "მძევლები" აღმოვჩნდით.

- 3 გოლის გატანა შეგვეძლო?
- ჩემთვის ეს ყველაზე რთული თამაში იყო. ძნელი იყო 2:5-ის მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა. ბიჭები ფანტასტიკურად გაისარჯნენ, პირველივე წუთებიდან შეუტიეს. არ გაგვიმართლა.

- თბილისში გაშვებული 5 გოლის შემდეგ
რა შეიცვალა თქვენს თამაშში?

- მალიკიმ და ალამ გუნდში სულ სხვა ბალანსი დაამყარეს. რეკშინალდსონი გვიან შემოგვიერთდა და ვერ ვათამაშე.

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

მკითხველის კომენტარები / 13 /
დეკრიმინალიზაციის ნათელი მაგალითი, ალბათ იმაში არ გაუმართლა რო თბილიში გატანილი 5-ვე გოლი უნდა გაეუქმებინა მსაჯს.მეორე თამაშში შენ რო გაგიმართლა მსაჯმა ბატონო ცუნგა-ცანგა იმას ქვია გამართლება...
vai vai
13:25 17-08-2018
0
ცოტა მეტად ხელგაშლილები რომ ყოფილიყავით გაგიმართლებდათ და მესამე პენალტს დაგინიშნავდნენ, ორის გადაიხადეთ და რა ექნა მეტი მსაჯს თან გოლებიც არ ჩათვალა
Zorbegi
12:22 17-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული