mercurynews: გურამ კაშიას LGBT-ფერებიანმა სამკლავურმა საფეხბურთო ბუნტი გამოიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ამერიკულმა mercurynews-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"გურამ კაშიას მიერ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხარდამჭერმა სიმბოლომ მის მშობლიურ საქართველოში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

გასულ სეზონში კაშიამ ჰოლანდიის ლიგაზე თამაშისას ასეთი ფორმით გამოუცხადა მხარდაჭერა სექსუალურ უმცირესობებს და ამისათვის Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

მას ერთი წლის წინ სოციალური ქსელებიდან თავს აგრესია დაატყდა და ემუქრებოდნენ. მაინც რატომ გამოიწვია ამან ესოდენ მწვავე რეაქცია?

"ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ჩემდამი ასეთ
ზიზღსა და აგრესიას გამოიწვევდა", - განაცხადა კაშიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გააფორმა "სან ხოსესთან" კონტრაქტი.

ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ გურამს უეფა "სან ხოსესა" და "დალასის" მატჩისას დააჯილდოებს, რადგან ოფიციალურ ცერემონიაზე მონაკოში ჩასვლას ვერ მოახერხებს (რედ: სტატია "დალასთან" მატჩამდე დაიდო).

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

"ხანდახან, როგორც პროფესიონალმა სპორტსმენმა, ხმა უნდა აიმაღლო, გაააქტიურო ხალხი, რათა გახდე უკეთესი კულტურულად და შესძინო ახალი ფასეულობანი. ზოგი ამას ერიდება. მე არასოდეს არ ვერიდებოდი ჩემი აზრის გამოხატვას", - აცხადებს კაშია.

ის არ თვლიდა, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის კავშირის საფეხბურთო აქციას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

კაშია გაკიცხეს კონსერვატიულ საქართველოში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ეს დაიწყო სოციალური ქსელებიდან მუქარით და მედიასაშუალებების კომენტარებით.

ათეულობით ადამიანმა ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გააპროტესტა ეს. ისინი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ, LGBT-ფერებიანი დროშა დაწვეს და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ 8 მათგანი დააპატიმრა.

13 ნოემბერს, საქართველოსა და ბელორუსის მატჩისას დაახლოებით 200-მა ადამიანმა გურამის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო.

"ისინი იქ ჩემთვის შეურაცხყოფის მოსაყენებლად მოვიდნენ. მათ ვერ გაიგეს ჩემი საქციელი. იმედია, შემდეგი თაობა ოდესმე გაიგებს", - თქვა კაშიამ, რომელიც არაფერს არ ნანობს.

"მე მწამს ადამიანთა თანასწორობა, არ ვკიცხავ მათ იმისათვის, როგორებიც არიან. ასეთია ჩემი მსოფლმხედველობა. ჩემი შეცვლა შეუძლებელია, რამეთუ საკუთარი ხედვა მაქვს", - აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც ქართულად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს და ესმის ჰოლანდიური.

ქართველთა უმეტესობამ გაიზიარა მისი პოზიცია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, ცნობადმა სახეებმა და ნაკრების ფეხბურთელებმა კი შეაქეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოქმედებამ ბევრისგან მუქარა გამოიწვია, მან მოთმინებით მოახერხა, მშობლიურ ქვეყანაში შეეცვალა სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა.

მას "სან ხოსეში" თანაგუნდელები ეთაყვანებიან, მწვრთნელი მიხაელ შტარე კი ამბობს, რომ გურამი შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია, ადამიანური ღირებულებების მქონე დიდი გულის პატრონი ბიჭია და ეს ისაა, რაც სჭირდებათ.

საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირს გამოეყო, როდესაც კაშია 4 წლის იყო და მრავალი ქარიშხალი გადაიტანა - ორმა ავტონომიურმა რეგიონმა ომში ჩაითრია. გურამს ახლაც ახსოვს, რა მძიმე დღეები გადაიტანეს მისმა მშობლებმა და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ 90-იან წლებში.

ხანდახან ის საკუთარ თავს ეკითხება: "აქ რას აკეთებ? შენ როდესაც 12 წლის იყავი, ძლივს ყიდულობდი ბუცებს, ახლა კი შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი ავტომობილი".

საქართველოში ფეხბურთი კალათბურთთან და რაგბისთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და გურამი თავის ძმასთან, შოთასთან ერთად ბურთს ქუჩაში დასდევდა. როდესაც ფეხბურთის ბურთი არ ჰქონდათ, ჩოგბურთის ბურთით თამაშობდნენ. ეს საქართველოს დედაქალაქში ხდებოდა, სადაც საღამოს დენი ხშირად არ იყო.

შემდეგ ის 16 წლისა თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა, სადაც მისი ძმა თამაშობდა. გურამმა 8 წელი იასპარეზა ჰოლანდიაში და "სან ხოსეში" თანანაკრებელ ვალერი ყაზაიშვილს შეუერთდა".



altკონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

altსფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

altჩვენ მუდამ შენთან ვართ! - გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა წაგვიღეთ ტვინი ამ კაშიათი ვეღარ გავიგე?! ნეტა ფეხბურთის თამაშისთვის დააჯილდოვოს ვინმემ ოდესმე, თორემ მაგ სამკლაურის გაკეთება დიდი ვერაფერი მიღწევაა!!! ისე ზოგადად, ისეთი დრო მოვიდა რომ მაგ სამკლაურის არ გაკეთება უფრო მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე ვითომ ვიღაცის უფლებების დაცვის მიზნით მაგის წამოცსმა! ცოდოა მაგდენი რომ არ ესმის კაშიას და ამ პროპაგანდის ნაწილი გახდა, თორემ არცერთი ადამიანის ჩაგვრა რომ არ შეიძლება ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ!
პაატა
16:49 30-08-2018
8
მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ისეთია, როგორიც არის, მისი ნებისმიერი სახით შეურაცხყოფა რა თქმა უნდა დანაშაულია. საკუთარ სახლში ის რასაც უნდა იმას იზამს და ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ...
ლგბტ-ს წარმომადგენლის მშობლები ჰეტეროსექსუალები (ესე იგი ბუნებრივად ნორმალურები) რომ არ ყოფილიყვნენ და მამაპაპური სექსი რომ არ ჰქონდათ, თავად მოევლინებოდა ამ ქვეყანას? რა თქმა უნდა არა, შესაბამისად ეს აჟიოტაჟიც არ იქნებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ. მთელს მსოფლიოში. ადამიანი დედამიწას მოევლინება მამაკაცის და ქალის სქესობრივი აქტის შედეგად!!!
აქედან დასკვნა, ლგბტ-ობა არის ავადმყოფობა და როგორ შეიძლება ავადმყოფობა იყოს ნორმალური მოვლენა??? ავადმყოფმა უნდა იმკურნალოს, თუ მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს, იცხოვრებს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, ხოლო თუ შედეგს არ გამოიღებს, დარჩება ავადმყოფად. მაგრამ, როდესაც ლგბტ-ს დამცველები ამტკიცებენ, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა და ამას პირველ რიგში ისმენენ ბავშვები, ასეთი ადამიანი მინიმუმ ციხეში უნდა იჯდეს.
შალვა 73
14:21 30-08-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული