ლუდოგორეცი VS ტორპედო - მიბაძეთ "დუდელანჟს"!

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში, "ლუდოგორეც არენაზე" გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" წარმოგვიდგენს.

შეგახსენებთ ამ გუნდების თბილისური დაპირისპირება "ტორპედოს" მარცხით (0:1) დასრულდა. ის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა.

ქუთაისის "ტორპედოს" არაფერი აქვს დასაკარგი. შეიძლება გახდეს გუნდი, რომელიც სტატისტიკას განაახლებს და მეოთხე ქართული გუნდი იქნება, რომელიც ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს ან დაწერს ახალ ისტორიას და საქართველოს სახელით ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

რა
გვაჩვენა წინა დაპირისპირებამ?

ჩვენი მოტივაცია გასაგებია - გვინდა ქართული კლუბი ევროთასებზე იყოს, მაგრამ რამდენად ძალუძს ეს, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

წინა შეხვედრაში ქუთაისელებს პირველ ნომრად თამაში ძალიან გაუჭირდათ. ისინი ვერ ახერხებდნენ შეტევების დასკვნით ფაზამდე მიყვანას და ყოველი ასეთი მცდელობა ბურთის დაკარგვით სრულდებოდა.

ნათლად გამოჩნდა, რომ ქუთაისელებს შეტევაში ახალი იდეები სჭირდებათ და მაღალ დონეზე დამუშავებული კომბინაციები. კვირიდან კვირამდე ამ ყველაფრის გაკეთება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ახალი ამბავი არ იყო დაცვის ფლანგების სუსტი თამაში. ყველაზე მეტი სამუშაო ამ შეხვედრამდე ჩხეტიანს ფლანგებზე ექნებოდა. თუ რამდენად შედეგიანი გამოდგა ეს ყველაფერი, დღევანდელ შეხვედრაში გამოჩნდება.

მეტოქე
"ლუდოგორეცმა" წინა შეხვედრაში სათამაშო უპირატესობა დაგვითმო და არ შეეცადა, რომ ზედმეტად გაერისკა და გაცილებით უფრო უხვგოლიან ანგარიშზე ეთამაშა. მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა მათი დაცვა ბრწყინვალედ თამაშობდა და ქართველებს საჯარიმოსთან არ უშვებდა.

ბევრი ვიფიქრე ამ ფაქტზე, თუ რატომ აირჩიეს ბულგარელებმა ასეთი ფრთხილი ტაქტიკა, როცა შეეძლოთ უფრო აგრესიულები ყოფილიყვნენ. ერთი ფაქტი გამოგვრჩა ყველას - წინა შეხვედრაში კარში გუნდის მესამე მეკარე ჟორჟ ბრაუნი იდგა, სათადარიგო კი ახალგაზრდული გუნდის კიპერი იყო. ეს გარკვეული უპირატესობაა, როცა უთამაშებელი და ნაკლებად ძლიერი მეკარე დგას კარში. თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენჯერ დაარტყა იმერულმა კლუბმა კარში...

მეტოქის ბრაზილიელმა მცველმა ვანდერსონმა იგრძნო, რომ ლაზარ მარინი დიდ წინააღმდეგობას არ წარმოადგენდა და მის ფლანგზე ზედმეტი პრობლემების გარეშე მოძრაობდა. მარსელინიო და კეშერუ მასთან შესანიშნავ კომუნიკაციაში იყვნენ, ეს სამი ფეხბურთელი კი ლამაზ შეტევებს ქმნიდა.

"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 50.55 მილიონ ევროს შეადგენს, როცა საპირისპიროდ, ქუთაისური კლუბის ღირებულება 5.33 მილიონი ევროა.

კლუბში 17 ლეგიონერია და ამავდროულად, "ლუდოგორეცში" 9 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნაკრებშიც იძახებენ.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰოლანდიელი ვურა არის, რომლის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. ის პოზიციით მარცხენა ფლანგზე თამაშობს და საკმაოდ სახიფათო შემტევია. თუმცა წინა შეხვედრაში მოედანზე დაკარგული იყო და მისი ფლანგი ნაკლებად აქტიურობდა.

წინა სეზონში კლუბის მთავარი ბომბარდირი რუმინელი კლაუდიო კეშერუ იყო, რომელმაც 26 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 9 შეხვედრაში 3 გოლია. ღირებულება - 3.50 მილიონი ევრო.

მოლოდინი
ალბათ, არ იქნება გამართლებული, რომ "ტორპედომ" უკანმოუხედავად შეუტიოს. საჭიროა გააზრებული შეტევა, სადაც კარგ პოზიციაში მყოფ თავდამსხმელთან მიდის ბურთი. საჭიროა ერთი გოლი, რათა "ტორპედო" თამაშში დაბრუნდეს!

იმედი ბოლოს კვდება, ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება. თითქმის ჯგუფშია ლუქსემბურგის "დუდელანჟი". აი, ეს ის გუნდია, სადაც ლევან ყენია გადავიდა და მთელი საფეხბურთო თემი მისი გადაწყვეტილების შესახებ ბჭობდა. კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება კი 3.80 მილიონი ევროა. ამ გუნდმა "ვიდის" არაფერი დაანება და მეტოქე ძლივს გავიდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე, შემდეგ კოსოვოს "დრიტა" გამოთიშა, მერე "ლეგიაც" ზედ მიაყოლა და ბოლოს შინ "კლუჟს" 2:0 მოუგო.

altკახა ჩხეტიანი: ფეხბურთელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის

altპაულო აუტორი: "ტორპედოსთან" მაგარი ბრძოლა გველის, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

alt"ტორპედო" რაზგრადში ჩაფრინდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
დუდელანჟს მიბაძეთო. დუდელანჟს დღეს რა ფინანსები აქვს მოგეკვლიათ ურიგო არ იქნებოდა. ტორპედოზე რამდენჯერმე უკეთესი ბიუჯეტი და ლეგიონერები. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება და რადგან ლუქსემბურგის გუნდია - ხელი ნუ წამოკარით. მეორე ლუქსემბურგის გუნდმაც კინაღამ რუსული უფა გამოაგდო...
levani
14:44 30-08-2018
2
მოწინააღმდეგეთა მთავარი მწვრთნელი შპარგალკას გვთავაზბს: "შეხვედრის დაბალი ტემპი გამომდინარეობდა იქედან, რომ ჩვენ ჩემპიონატში ვითამაშეთ რამდენიმე დღის წინ და ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. "ტორპედოს" ფეხბურთელები კი დასვენებულები და ისინი აკონტროლებდნენ ტემპს" - გამოიყენეთ ეს ინფორმაცია!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13:45 30-08-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული