Radiosei: ჩაკვეტაძის შეძენა "ლაციოს" სურს - მისი ფასი 13 მილიონამდე გაიზარდა

AutoSharing Option
იტალიის რადიო მაუწყებელი იუწყება, რომ "ლაციოს" ალბანელი სპორტული დირექტორი იგლი ტარე ისევ ბელგიურ სატრანსფერო ბაზარზე აპირებს გასვლას და მისი ახალი სამიზნე "გენტის" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

"ლაციოსთვის" ბელგიური სატრანსფერო ბაზარი ისევ საინტერესოა. ბელგიური ლიგიდან გადაიყვანა ლუკაკუ, მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი. დღეს კი "კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ რომაული კლუბი "გენტის" შემტევი სტილის პლეიმეიკერით გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა. მან ერთა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბელგიური კლუბი გიორგისთან 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, რადგან მისი სამსახურით "ბარსელონა",
"დორტმუნდი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.

უკანასკნელ ხანს ამ ფეხბურთელის საბაზრო ფასი 13 მილიონ ევრომდე გაიზარდა", - აღნიშნავს Radiosei.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ჩაკვე ჩაკვე ... რა ქნა ეგეთი ,ეხლა ლანძღვაგინებას ნუ დამიწყებთ ისე ვთქვი თვალი რო არ ეცეს
ჭაღარა
02:10 23-11-2018
3
საიდან ამდენი ინფორმაცია? არც ერთ სერიოზულ სპორტულ გამოცემას არაფერი არ დაუწერია. არც BBC , gazeta dela sport, bild,kicker,franse footbol.
ფიფა
08:18 23-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული