"მერანში" ითამაშებს კამერუნელი ლეგიონერი, 27 წლის მეკარე - ანდრე ნონოსი, რომელიც გასულ სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" რიგებში გამოდიოდა და შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფებოდა, რის გამოც სამართლიანად დასახელდა ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად. ნონოსმა საფეხბურთო კარიერა საქართველოში, "სქურში" დაიწყო და სხვადასხვა დროს შემდეგ კლუბებში თამაშობდა: "ნორჩი დინამო", "სასკო", "თსუ", "სქური", "მეშახტე". "სამგურალი".
"მერანს" დაუბრუნდა ზაურ გოგუაძე. 22 წლის, ტექნიკური ნახევარმცველი 2014-15 წლებში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა, 2016
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "მერანში" ადრე უთამაშია, გამოცდილი, ტანმაღალი ფორვარდი - გაგა ჩხეტიანი გახლავთ. ჩხეტიანმა 2011-12 წლებში ისრაელში იასპარეზა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი "ჩიხურას", მარტვილის "მერანის", ვანის "სულორის" და წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.
2012-13 წლებში ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა ბაქარ ლაღაძემ, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია. 23 წლის ფეხბურთელს თავის დროზე "ტორპედოში", ქობულეთის "შუქურასა" და წყალტუბოს "სამგურალში" უთამაშია. ამიერიდან ლაღაძეც "მერანის" რიგებში ითამაშებს.
"სამგურალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - ბექა ბიბილაშვილი იასპარეზებს "მერანში".
25 წლის მცველი - უშანგი ბანძელაძე, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, უკვე მარტვილის "მერანის" ფეხბურთელია. ბანძელაძე ჯერ წყალტუბოს "სამგურალში", შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში", ბოლოს კი ისევ "სამგურალის" რიგებში გამოდიოდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულს, ვანის "სულორის" ყოფილი ფეხბურთელი - ამირან როხვაძე გახლავთ. როხვაძემ საფეხბურთო კარიერა, ძირითადად, "სულორში" გაატარა და საუკეთესო სეზონი 2015-16 წლებში ჰქონდა, როცა 21 გოლი გაიტანა.
ეს გახლავთ იმ ფეხბურთელების არასრული სია, რომლებიც 2019 წლის ლიგა 3-ის ჩემპიონატში "მერანის" ღირსებას დაიცავენ. გუნდის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და უახლოეს დღეებში გაგაცნობთ იმ ახალწვეულთა ვინაობას და ასევე იმ ფეხბურთელების სიასაც, რომლებიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვებენ "მერანს" და ახალი სეზონიდან სხვა გუნდებში გააგრძელებენ საფეხბურთო კარიერას.
ბათუმის "დინამოს" მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი შეუერთდა
მომზადებულია მარტვილის "მერანის" Facebook-გვერდის მიხედვით