არგენტინელის პირველი! - თბილისის "დინამომ" ბულგარულ კლუბთან ფრედ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველ ამხანაგურ მატჩში პლოვდივის "ლოკომოტივთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.

ანგარიში "დინამოს" არგენტინელმა ახალწვეულმა ანტონიო როხანომ გახსნა. რამდენიმე წუთში ბულგარელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მე-40 წუთზე დმიტრო ივანისენიამ თბილისელები კვლავ წინ გაიყვანა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი "ლოკომოტივმა" კიდევ ერთხელ გაათანაბრა და მატჩიც საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

თბილისის "დინამო" (სასტარტო შემადგენლობა): სიკაჩი, რუხაია, კობოური, მეჯუბი, იაშვილი, ივანისენია, კუხიანიძე, შენგელია, კარბია, როხანო, კუტალია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: პერალესი, მამარდაშვილი, ძოწენიძე, ქაფიანიძე, გაბიტაშვილი, ზარია, პაპავა, შულაია, ერგემლიძე.

"დინამო"
თურქულ შეკრებაზე კიდევ 6 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

alt"საბურთალომ" თურქულ შეკრებაზე რუმინეთის "ვიტორული" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული