თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში "ჩიხურა" ბულგარეთის "სეპტემვრის" დაუზავდა - 0:0.
"ჩიხურას" მოგებაც შეეძლო, მაგრამ მახარობლიძის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი კორიფაძემ ვერ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ საჩხერელთა გუნდში 16 წლის მეკარემ ავთო კაპანაძემ ითამაშა, რომელმაც 70-ე წუთზე დინო ჰამზიჩი შეცვალა.
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, კამლაძე, მამასახლისი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე, სარდალიშვილი, მახარობლიძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდენ: ა.კაპანაძე, მუმლაძე, დეკანოიძე, მეგრელიშვილი, იონანიძე
სოსო ფრუიძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 12 თებარვალს ჩაატარებს - სომხეთის "ბანანცს" შეხვდება.