"ვიტ ჯორჯიასა" და "რაკოვის" მატჩი კონფლიქტის გამო 88-ე წუთზე დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა სიდეში, სასტუმრო Starlight-ის საფეხბურთო მოედანზე პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონის, "რაკოვის" წინააღმდეგ ითამაშეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

თამაშში პირველი სახიფათო მომენტი პოლონელებმა შექმნეს, მეცხრე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მეტოქის ცხრიანმა წაკრა და კარს მცირედით ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა თამაშის 26-ე წუთზე კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ბურთი კიპერმა კვლავ კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე პოლონური კლუბი მცველმა იხსნა, რომელმაც ალეკო ჩაკვეტაძის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარი
კარის ხაზიდან გამოიტანა. პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ცვლილებები ორივე გუნდში განხორციელდა. ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე რაკოვი დაწინაურდა, გოლი სადაო ეპიზოდის შემდეგ მატეუშ ზახარამ გაიტანა - 0:1. შეხვედრის 68-ე წუთზე ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ბურთი ჩვენს კართან ახლოს დაკიდა, მაღალ ბურთზე თავით ითამაშა ტომაშ პეტრაშეკმა და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა - 0:2. ვეტერინარებმა შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. საჯარიმო დარტყმით გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა - 1:2. გატანილი გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ასევე მეკარემ გადაარჩინა პოლონელთა კარი ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ. თამაშის სცენარი ბოლო წუთებში ისე განვითარდა, რომ პოლონელთა კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა, თუმცა... მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას მცირედი კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.

ვიტ ჯორჯია 1:2 რაკოვი
გოლები: 0:1 ზახარა (49'), 0:2 პეტრაშეკი (68'), 1:2 კიკნაველიძე (77')

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 65'), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 59'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 46'), ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 65'), ღუდუშაური (მუსელიანი 65'), ღირდალაძე (კურდღელაშვილი 65'), ვასაძე (ზარიძე 65'), ჩიტიშვილი, საჯაია (გაფრინდაშვილი 65'), კაკაშვილი (ვაზაგაშვილი 65')

რაკოვი: გლივა, ნოიშევსკი (პეტრაშეკი 46'), გორა (ნიევულისი 46'), ფიგელი (საპალა 46'), კასპერკიევიჩი (კოშიელნი 46'), ლისტოვსკი (შვარცი 46'), აპოლინარსკი (ბარტლი 46'), შჩეპინსკი (დომანსკი 12') (მუსოლიკი 67') (ეზე 78'), მოსოლიკი (ზახარა 46'), მალინოვსკი (ვრობლევსკი 46'), კუნი (მონდეკი 46')

ვიტ ჯორჯია თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მეტოქე ბოსნიური "სარაევო" იქნება, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა.

witgeorgia.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამე დაგემატებინა კიდე გადაგირბენიათ გუნდისთვის
Vai tqvens patrons
23:14 09-02-2019
0
ტორპედომ მესამეც მოიგო შეკრებაზე, იმსახურებს აღნიშვნას;)
ჩვენ ვართ ტორპედო!..
21:43 09-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული