16 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი კიევის "არსენალთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
"ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის ქართულიდან გუნდიდან თავი ბოლო წუთზე შესრულებული პენალტით რიჩარდ ლუკამ გამოიჩინა.
ეს "ტორპედოსთვის" რიგით მეექვსე მატჩი იყო შეკრებაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქული შეკრების პირველ საკონტროლო მატჩში ქუთაისელებმა მაკედონიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "აკადემია" პანდევი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. შემდეგ მინსკის "დინამოს" 2:0 სძლია. მესამე მატჩში "ტორპედომ" ბელგრადის "რადს" 3:1 მოუგო. მეოთხე შეხვედრაში კი "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა. ბოლოსწინა მატჩი კი დონეცკის "ოლიმპიკთან" ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საბოლოო ჯამში
ტორპედოელებმა 6 გამართლ მატჩში 3 გამარჯვება მოიპოვეს, 1 მატჩის ფრედ დსარულდა, ხოლო ორი შეხვედრა წააგეს.
ამით "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას უკვე სამშობლოში საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს.
საქართველოს სუპერთასის მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 24 თებერვალს ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ბუდუ ზივზივაძეს ისევ გააქვს - ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ფრე თურქულ შეკრებაზე [VIDEO]
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე სამივე მატჩი მოიგო
"ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ისევ გაიმარჯვა - ამჯერად მინსკის "დინამოს" სძლია [VIDEO]
ბუდუ ზივზივაძის უკვე მე-3 გოლი - "ტორპედომ" შეკრება მოგებით დაიწყო [VIDEO]