
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აღმასკომმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან დაფინანსება გაეზრდებათ სფფ-ის წევრ რეგიონულ ფედერაციებს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციასა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციას.
ზემოაღნიშნულ საკითხთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცეს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით