
ხერხაძის მთელი კარიერა "ტორპედოს" უკავშირდება. ის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო. 1962-დან 1976 წლის ჩათვლით, "ტორპედოს" მაისურით 337 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და 1977 წლიდან სამწვრთნელო კარიერა მშობლიურ კლუბში დაიწყო. ის "ტორპედოელებს" 1977-84, 1987-2000 წლებში წვრთნიდა.
1999 წლის 26 მაისს მისი ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო. მაშინ ხერხაძის გუნდმა ფინალში წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა.
Sportall.ge-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.