ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე

AutoSharing Option
იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას იღებდა ქართული "ნორჩი დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი, რომელსაც კომპანია "ფედერბეთი" მატჩების შესაძლო გარიგებაში სდებს ბრალს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორს, გიორგი დევდარიანს ესაუბრა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს ამბავი ტრაგედიაა.

"ადამიანებს რომ შეეკითხო, ყველაფერი წესრიგშია და როგორ არის წესრიგში, როდესაც ეს ყველაფერი U19-ის დონეზე დავიდა და ჩვენს შვილებს ემუქრება?

მე ის ინფორმაცია მაქვს, რაც ყველას. გუშინ ვიყავი სემინარზე, სადაც პრო-ლიცენზიის მქონე ყველა მწვრთნელი თავში ხელს ირტყამდა, იმიტომ,
რომ აქამდე გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უმაღლეს ლიგაში და პირველ ლიგაში - ანუ დიდ ფეხბურთში და ბავშვების დონეზე ამის შემოგდება უკვე კატასტროფაა.

უბრალოდ, აქამდე ჭორია თუ მართალია, სულ საუბარი იყო ზრდასრულ ადამიანებზე. ისიც ტრაგედიაა, თუმცა, როდესაც ეს ბავშვთა ფეხბურთში შემოდის და 19-წლამდელებსა და 17-წლამდელებზეა ლაპარაკი, ეს უკვე კატასტროფაა. აუცილებელია, დადგინდეს სიმართლე.

თუ მართალია ეს კაცი, უჩივლოს "ფედერბეთს" და თუ არ არის მართალი, უნდა დაისაჯოს.

ძალიან განვიცდი. არ ვიცი უკვე საერთოდ, აზრი ეკარგება ფეხბურთს და საერთოდ, ეს სცილდება ფეხბურთს. აქ უკვე 18 წლის ბავშვი თამაშს რომ გაყიდის, 38 წლის რომ გახდება, დედასაც გაყიდის.

ასეთი ბრალდება ჩემ მიმართ რომ გამოთქვან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე გაირკვეს. თუ ტყუილია, ის ხალხიც ცოდოა, მათაც ოჯახები ჰყავთ, თუ ტყუილად აბრალებენ. თუ სიმართლეა და მართლა ასეთ რაღაცაში აქვთ ხელი გარეული, მე ვიქნები, ჩემი შვილი თუ ჩემი ძმა, ძალიან მკაცრად დასასჯელია, იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ფეხბურთზე აღარ არის საუბარი, - უთხრა დევდარიანმა Sportall.ge-ს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ჯერ ერთი ჩადიხარ ტურნირზე და უთავმოყვაროდ ყველასთან ნადგურდები დიდი ანგარიშებით. ეი მწვრთნელებია ყველა მოსახსნელი. და თუ გაყიდეს თამაშები მართლა ვაი
გოგა
18:46 21-03-2019
0
ყველა სფეროში ასეთი ამბავია.
status quo
18:52 21-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული