სად ითამაშებს "ტორპედო"? - "რამაზ შენგელიაზე" ახალი საფარის დაგება დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ახალი საფარის დაგება დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, მანამდე კი ქუთაისის "ტორპედოს" საშინაო მატჩების ჩატარება სხვა სტადიონზე მოუწევს.

ქუთაისური გუნდის "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სამ საშინაო მატჩს - 31 მარტს "რუსთავთან", 3 აპრილს - თბილისის "დინამოსთან" და 13 აპრილს "ვიტ ჯორჯიასთან", "ტორპედო" სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

სად ითამაშებს "ტორპედო" დანარჩენ საშინაო მატჩებს, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამის გაკეტება სჰესვენების დროს ხო სჰეიზლებოდა.მენეჯმენტს 2 იანი
bajo
19:47 22-03-2019
1
შეუშვით ტორპედო აია არენაზე! რაგბისტებს ეს არ გეკადრებათ, ნუ გააბრაზებთ ქუთაისელ გულშემატკივრაბს რაგბზე.
elsa
18:55 22-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული