ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა.
"შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე, 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", - მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.
შეგახსენებთ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით, 19 მაისს დააკავა.