პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის 0:0 დასრულდა.
პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.
ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.
შემდეგ ტრავმები იაშვილმა და
ზუნიჩმა მიიღეს (ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის შემდეგ თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა
დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე, შენგელია, კუტალია
გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი, გიგაური