ესპანური პრესა ლევან შენგელიას დუბლის შემდეგ: "კადისი" ქართველს ელოდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ორი ესპანური გამოცემა თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ ლევან შენგელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველსა და "კადისს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ანდალუსიური გამოცემა eldesmarque.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დაელოდეთ შენგელიას".

ტექსტში ნათქვამია, რომ გარიგებამდე რამდენიმე კვირით მოცდა არის საჭირო. ესპანური გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტის პირობები ჯერ შეთანხმებული არაა.

სანამ "კადისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, შენგელიას კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" 30 აგვისტომდე აქვს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ორი
გოლიც გაიტანა.

184 სმ სიმაღლის შენგელია სწრაფი ფეხბურთელია და ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ის, როგორც წესი, მარჯვენა "ვინგერად" თამაშობს, თუმცა მეორე ფორვარდად და მარცხენა "ვინგერადაც" შეუძლია თამაში.

შენგელიას 30 აგვისტოს უმთავრდება ხელშეკრულება თბილისის "დინამოსთან", ანუ 3 დღით ადრე, სანამ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. შენგელია ის ფეხბურთელია, რომელსაც "კადისის" შეტევას ბევრი რამ შეუძლია შემატოს.

მეორე ადგილობრივი გამოცემა diariodecadiz.es-ი დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს სათაურით - "შენგელიას საკუთარი გუნდისთვის გააქვს, სანამ "კადისი" ელოდება".

გამოცემა წერს, რომ თბილისის "დინამო" შენგელიას არ უშვებს კლუბიდან, რადგან ის გუნდის ლიდერია და "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლამ ქართველის ესპანეთში ჩასვლა გადადო. თან, "დინამოს" შემდეგ ეტაპზე "ფეიენოორდთან" ელის შეხვედრა. ამის პარალელურად, "კადისი" მოთმინებით ელოდება, თუ როდის დაუმთავრდება შენგელიას კონტრაქტი თავის ახლანდელ კლუბთან.

"კადისი" ესპანეთის სიძლიერით მეორე დივიზიონში (სეგუნდა) გამოდის, გასულ სეზონში 64 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფამდე 4 ქულა დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვფიქრობ არაფერი საჩქარო არ არის შენგელიას წასვლა მეორე ლიგის გუნდში.ლევანი ახლა კარგ ფორმაშია და ფეინოორდთანაც თუ თავი გამოიჩინა,მისი ფასიც გაიზრდება და უკეთესი გუნდებიც დაინტერესდებიან.მე პირადად ვარჩევდი დინამოსთან გაეგრძელებინა კონტრაქტი და ვთქვათ ზამთარში წასულიყო ევროპაში,მაშინ დინამოც იხეირებდა და გუნდსაც უფრო დამშვიდებით აირჩევდა.დინამოს ლიდერი აუცილებლად იმსახურებს მეორე ლიგის გუნდზე უკეთესს
სოსო
15:19 03-08-2019
0
სამწუხარო ის არის, რომ დინამოც ერთწლიან გუნდს ემსგავსება და ყოველ წელს იცლება. ძლივს შედარებით ნორმალური დამრტყმელი გამოჩნდა და ლიდერი თავდასხმაში და უკვე უშვებენ. არაფერი ეშველება ასე ქარტულ ფეხბურთ და დინამოსაც. მერე, ეს კადისი, მეორე ლიგის გუნდი რაღაა. მართალია ესპანეთში ვალენსია და სევილია არ წაიყვანდა (კიდევ უფრო მოსამატებელი აქვს თამაშის გააზრებაში, შეტევაში ზუსტი პასების მიცემაში...), მაგრამ ან სელტაში ან ესპანიოლში მაინც რომ წასულიყო კიდევ არაფერს ვიტყოდით. ე. ი. დინამოს ლიდერის მაქსიმუმი სეგუნდა დივიზიონია!!! კიდევ ერთი! ასეთი უჭკუო კომენტატორები და ჟურნალისტები რომ გეყოლება რა ფეხბურთი განვიტარებაზეა საუბარი, ისეთი რიხით აცხადებდნენ, რომ შენგელია მეორე ლიგის კადისში მიდის აგერ რამდენიმე კვირაში, გეგონებოდა ესპანეთის რომელიმე გრანდი იწვევდა. როცა საკუთარზე არ ხარ ორიენტირებული, სხვის ბანკეტზე არავის ახატიხარ და ვინ მოიგებს რეალი, ბარსა თუ იუვე, შენ ვის დაკარგვიხარ?!
ანდრო
12:30 03-08-2019
0

სიახლეები პოპულარული