ფოტო: fcdinamo.ge
თბილისის "დინამომ" "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაშიც აჯობა და სოლიდური ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
ქართული კლუბის შემდეგი მეტოქე გაცილებით სახელოვანი და ძლიერი როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება.
Sportall.ge გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით.
ხოსე პერალესი - 6.5 - ესპანელ მეკარეს ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. მის კარში ერთადერთხელ დაარტყეს და ისიც მარტივად აიღო. როგორც კი ბურთს იჭერდა, მაშინვე ცდილობდა, ძლიერი დარტყმით შემტევებისთვის გადაეცა და სწრაფი შეტევა წამოეწყო.
ნოდარ იაშვილი - 6.5 - "დინამოს" მარჯვენა მცველი პირველი მატჩის მსგავსად შეტევაში ძალიან
აქტიური იყო. ის და ლევან შენგელია შეტევის მარჯვენა ფლანგზე კარგად კომბინირებდნენ. იაშვილმა ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც მეტოქემ ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას დაზიანება ჰქონდა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც.
ვიქტორ მონხილი - 7.0 - ბევრი საქმე, მთლიანი დაცვის ხაზის მსგავსად, არც ესპანელ ლეგიონერს ჰქონია. განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, "ფეიენოორდთან" კი ბევრი საქმე ექნება.
დავით კობოური - 7.0 - "დინამოს" მცველი დაცვაში დამაჯერებელი იყო, სწორად პოზიციონირებდა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა.
გიორგი ქიმაძე - 6.5 - იქიდან გამომდინარე, რომ "დინამოს" შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, ქიმაძე განსაკუთრებით აქტიური არ ყოფილა, დაცვაში კი ბევრი საქმე არ ჰქონია.
ნიკა ნინუა - 7.0 - "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს კარგი მატჩი ჰქონდა, რამდენჯერმე კარში შორიდან დაარტყა.
გიორგი პაპავა - 7.0 - შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე უფრო შავ სამუშაოს ასრულებდა, ამიტომ ბურთით ბევრჯერ არ ყოფილა. რამდენჯერმე დაცვაში არადამაჯერებლად ითამაშა, თუმცა კარგი შეხვედრა ჰქონდა.
გიორგი კუხიანიძე - 7.0 - თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი აქტიური იყო, ცდილობდა გამწვავებას, თუმცა რამდენიმე მომენტში კარში დარტყმა დააგვიანა.
ნოდარ ქავთარაძე - 6.5 - როგორც ქიმაძის შემთხვევაში, ქავთარაძესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი. საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია.
ლევან შენგელია - 8.0 - თბილისის "დინამოს" ლიდერი მოედანზე საუკეთესო იყო. მის მიერ გატანილი გოლები ერთმანეთზე ლამაზი იყო. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მან დრიბლინგით ლამის ნახევარი "გაბალა" მოატყუა და ასე შეაგდო მეტოქის კარში.
გარდა გამოყენებული მომენტებისა, ლევანმა არაერთხელ გაამწვავა თამაში და რომ არა მეკარის კარგი მოქმედებები, ახალგაზრდა შემტევი მინიმუმ ჰეთ-თრიკს გაიფორმებდა.
ლევან კუტალია - 6.5 - პირველი მატჩისგან განსხვავებით, კუტალია გუშინ პასიური იყო. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ "დინამოს" თამაში მთლიანად შენგელიაზე იყო აწყობილი.
გუჯა რუხაია - 6.5 - ტრავმირებული ნოდარ იაშვილის ნაცვლად მოედანზე შემოსული რუხაია შეტევაში იმდენად აქტიური არ ყოფილა. მისი გამოსვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე თამაში თავის თავზე მთლიანად შენგელიამ აიღო.
არფან დაფე - შეფასების გარეშე
კვამე კარიკარი - 7.5 - განელმა ლეგიონერმა მოედანზე სულ 15-იოდე წუთი გაატარა, თუმცა ამ დროში იმდენი რამ მოასწრო, რომ ნამდვილად უნდა შევაქოთ. ლამაზი მოძრაობის შემდეგ კარგი გოლი გაიტანა, მანამდე კი, მეორე გოლის ეპიზოდში შენგელიას საგოლე გადაცემა სწორედ მან გაუკეთა.
ჩისკო - 7.5 - თბილისის "დინამომ" "გაბალა" რომ უშანსოდ დაამარცხა, ამაში მწვრთნელის წვლილი უდიდესია. თბილისური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს, ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევდა.
P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.
შენგელიას ორი ულამაზესი ორი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
სარეიტინგო ქულები - თბილისის "დინამო" უეფაში საქართველოს ყულაბას ავსებს
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება
ქება კარგია, მაგრამ ამდენიი???