თბილისის "დინამომ" ევროთასებზე უკვე 2.5 მლნ ლარი გამოიმუშავა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ გრანდს "ფეიენოორდს" შეხვდება.

მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის "დინამო" უეფასგან სოლიდარობის ფონდიდან 280 000 ევროს მიიღებს.

აქამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის შესაბამისად 240 000 და 260 000 ევრო გამოიმუშავა.

ამ დროისთვის თბილისის "დინამომ" უკვე 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 543 542 ლარია.

აქვე გეტყვით, რომ "დინამო" ევროთასების მიმდინარე სეზონში ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბია, რადგან ოთხივე გამართული შეხვედრა მოიგო.

სულ კი ევროთასებს ორი ქართული კლუბი შემორჩა
- თბილისის "დინამო" და თბილისის "საბურთალო". საბურთალოელებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ ევროთასებზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან გთხოვთ სიტყვა ლარს ნუღა ახაენებთ რაა... ტუალეტის ქაღალდიც კი უფრო ფასეულია ვიდრე ლაარი
რ ე ა ლ ო ბ ა
20:40 04-08-2019
3
ლარებს გვიხდიან ევროპელები თუ ....
რეზო
20:10 04-08-2019
0

სიახლეები პოპულარული