თბილისის "დინამომ" ევროთასებზე უკვე 2.5 მლნ ლარი გამოიმუშავა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ გრანდს "ფეიენოორდს" შეხვდება.

მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის "დინამო" უეფასგან სოლიდარობის ფონდიდან 280 000 ევროს მიიღებს.

აქამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის შესაბამისად 240 000 და 260 000 ევრო გამოიმუშავა.

ამ დროისთვის თბილისის "დინამომ" უკვე 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 543 542 ლარია.

აქვე გეტყვით, რომ "დინამო" ევროთასების მიმდინარე სეზონში ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბია, რადგან ოთხივე გამართული შეხვედრა მოიგო.

სულ კი ევროთასებს ორი ქართული კლუბი შემორჩა
- თბილისის "დინამო" და თბილისის "საბურთალო". საბურთალოელებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ ევროთასებზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან გთხოვთ სიტყვა ლარს ნუღა ახაენებთ რაა... ტუალეტის ქაღალდიც კი უფრო ფასეულია ვიდრე ლაარი
რ ე ა ლ ო ბ ა
04 აგვისტო 2019 20:40
3
ლარებს გვიხდიან ევროპელები თუ ....
რეზო
04 აგვისტო 2019 20:10
0
მთავარია როგორ და რაში დაიხარჯება ეს ფული.მაგალითისთვის ტორპედო გვყავს.სამწუხარო ის არის რომ ამის მომკითხავი არავინ არ არის
1111
04 აგვისტო 2019 02:54
0
ისე ამ ნორის დონე თავდამსხმელების მიწვევას ჯობია ეხლა შენგელია მიიწვიონ, მაგრამ კობიაშვილი გამოყლევებულია, არ ვიცი რა ისწავლა გერმანიაში. ვაისი როგორ უნდა გააჩერო ამდენი ხანი?ნეტა მინდვრის შემოწმება მაინც თუ იცის.
დასფ
03 აგვისტო 2019 23:17
5
ვინც რა უნდა ურჩიოს და როგორც არ უნდა სთხოვოს თვითონ ყველაფერი კარგად იცის და ესმის, სულელი ნამდვილად არ არის. ფიფიას ერთი რამე აინტერესებს მხოლოდ და დინამოშიც ამაზე ფიქრში მოვიდა, ბიზნესი - გაყიდოს გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვები რომლის რესურსიც ქართველებში არ გამოილევა. მისი უკვე კარგა ხანია აღარ სჯერა ფეხბურთის გულშემატკივრებს, ის უბრალოდ ასეთი სულისაა, მარტივად ფულის კეთება ურჩევნია. ვისაც ძალუძს ამ ქვეყანაში რაიმე შეცვალოს აღარავინ არი დასაჯერი.
ილარიონი
03 აგვისტო 2019 19:45
3
ქართული ფეხბურთში ფულის ჩადება და იქიდან გამდიდრება შეუძლებელია ,ბევრი ფაქტორის გამო,მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვით ვერ გამდიდრდები მითუმეტეს ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებში მილიონებს არავინ იხდის..ფიფია რაც დინამო იყიდა წაგებაში უფროა და თან ბევრდა ვიდრე მოგებაში..
გიორგი
04 აგვისტო 2019 14:01
1
ქართული ფეხბურთის აღორძინება მხოლოდ გულშემატკივარს შეუძლია. გულშემატკივარი რომ მოვა სტადიონზე და გაავსებს სტადიონს, აი მერე დაინტერესდება ინვესტორი, მერე დაინტერესდება სპონსორი, მერე დაინტერესდება ბიზნესი, მერე დაინტერესდება მაღალი დონის ფეხბურთელი საქართველოში კარიერის გაგრძელებაზე. სანამ საქართველოში ფეხბურთის სტადიონები ცარიელი იქნება, მანამდე ფეხბურთში ფულის დაბანდება იქნება ქველმოქმედება და არა ბიზნესი. დინამოს თამაშებზე 150 გულშემატკივარი რომ დადის და თამაშიდან ₾300 რომ შესდის დინამოს იქ რა განვითარებაზეა საუბარი?! ფიფიამ რატომ უნდა ჩადოს საკუთარი ფული იმ გუნდში, რომელსაც მხოლოდ 150 გულშემატკივარი ყავს?
ლუკა
03 აგვისტო 2019 19:08
5
ვერ დაგეთანხმები,სწორედ ინვესტორმა უნდა შექმნას ისეთი პროდუქტი რომ გულშემატკივარი დააინტერესოოს და მიიყვანოს სტადიონზე..რამდნიმე თამაშს დავესწარი საქართველოს ჩემპიონატის და იმდენად უღიმღამო იმდენად უინტერესო იყო,მაზოხისტი უნდა იყო რომ კვლავ მიხვიდე და უყურო
გიორგი
04 აგვისტო 2019 14:05
0
დინამო ისეტ დონეზე უნდა იყოს რომ როცა ლიდერი ფეხბურთელი წავა გუნდიდან ტოპ=5 ჩემპიონატში უნდა წავიდეს ან მინიმუმ ბენფიკა აიაქსი ფენერბახჩე და ესეთ გუნდებში.
მათე
03 აგვისტო 2019 18:04
0
ჟურნალისტებს გთხოვთ სოციალურ ქსელში გავრცელდა რომან ფიფიას კომენტარი სადაც ამბობს რომ დინამოს ბიუჯეტი 15-25 მილიონამდე გაიზრდება და ისეთი გუნდი იქნება მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში რომ გავა ყოველ წელსო ეს განაცხადა დოლიძის წარდგენის დროს პრესკონფერენციაზეო და იქნებ დაწეროთ ამის შესახებ რამე ან ინტერვიუ ჩაწეროთ მასთან ასევე ხალხს მოგიწოდებთ ფეინოორდი რომ ჩამოვა დინამოზე იქნებ შენგელიას გავაგონოთ ჩვენი ხმა და იქნებ დარჩეს გუნდში შეძახილებით ან რაიმე სხვა სახით ჟურნალისტებმაც მიანიშნეთ დარჩენისკენ ამ ბიჭის გაშვება ძაან ავნებს დინამოს :(
ka
03 აგვისტო 2019 16:49
1
სასამართლო დავა აქვს და თუ საჩემოდ გადაწყდა მაგ შემთხვევაში გავზრდიო.
leri
04 აგვისტო 2019 02:32
2
დოლიძის წარსადგენ პრენსკონფერენციაზე პირიქით თქვა ფიფიამ,რომ კვლავ გუნდის გაახალგაზდავების გეგმას გაყვებიან..რაც შეეხება 15-20 მილიონს პირდაპირ გეტყვი რომ გამორიცხულია,რადგან თითონ ფიფიას აქვს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები და მაგდენს ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ გაქაჩავს..პლიუს თიითონ დოლიძესაც არ ვუყურებ დიდი იმედით,რადგან იქამდე სადაც იყო გავნითარების ფონდში დიდად მოხიბლული მისი მუშაობით არ ვიყავი რბილად რომ ვთქვათ..ასერომ კვლავ მორიგი დაპირებები და მეტი არაფერი.
ვახო
03 აგვისტო 2019 19:37
2
თავისუფლად შეეძლო ზაგრების დინამოს სტატუსამდე აეყვანა გუნდი, მაგრამ აშკარად აზროვნებაში უჭირს ჩემი აზრით და შორს არის საფეხბურთო რეალობისგან, მარტო ბავშვების გაყიდვა გონია ქართული ფეხბურთის სამსახური, არადა დინამოს რომ სტატუს უკლავს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ვერ ხვდება ან კიდია, ასე უმიზნოდ დატოვო ამხელა კლუბი ანომალიაა და შინაგანი კულტურის არ ქონა ან ვინ უთხრა რომ დინამოს ჯგუფში გასვლა თან ძირითადად ქართველი ფეხბურთელებით ქართულ ფეხბურთს იმდენ სიკეთეს არ მოუტანს რამდენსაც რანდერში, რაღაც გაუგებარ უნგრულ გუნდში ციურიხში ან მსგავს არაფრის მაქნის გუნდებში ფეხბურთელების გაყიდვაა.
niko
03 აგვისტო 2019 16:35
2
ბატონო ფიფია, ხო ხედავთ ბიჭებს შეუძლიათ თამაში და ცოტა კიდე გააძლიერეთ ეს გუნდი, ნუ დაიშურებთ ამისთვის თანხას ძალიანა გთხოვთ! და კიდე შენგელიასნაირ ბიჭებს მეორე და მესამე ლიგის გუნდებში ნუ გაუშვებთ! ბიჭი მართლა მაგრა ბურთაობს და ცოდოა ახლა ამის კადისისნაირ უსახელო და დაბალი ლიგის გუნდებში გაშვება! გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა , როგორც რიგითი გულშემატკივარის, რამეთუ ეს პრობლემები, რის გადაწყვეტასაც გთხოვთ , ქართული ფეხბურთის გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია!
ზაზა
03 აგვისტო 2019 14:58
2

სიახლეები პოპულარული