არარატ-არმენია VS საბურთალო - უცნობი მეტოქის და ნაცნობი მსაჯის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

"საბურთალო" საკუთარი ისტორიის წერას განაგრძობს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის მეტოქე სომხური "არარატ-არმენია" იქნება.

თბილისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მოლდოვურ "შერიფს" სძლია, მეორე ეტაპზე კი ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხორვატიულ გრანდთან მარცხი "საბურთალოსთვის" მომგებიანი გამოდგა, რადგან ბოლო წლებში პირველად, ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი რეალური მოჩანს.

მაგრამ ჯგუფურ ეტაპამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია და საქართველოს ჩემპიონს, პირველ რიგში, "არარატ-არმენიას" ბარიერის დაძლევა ესაჭიროება.

"საბურთალო" სომხეთში 19-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა. დანაკლისი არცთუ ისე
უმნიშვნელოა, ვაგნერ გონსალვეში ტრავმირებულია და ის გუნდს ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება; ისევ იგივე პრობლემა აქვს ელვინ ტერას, კენიელმა მოთამაშემ ერევანში გამგზავრება სავიზო პრობლემების გამო ვერ მოახერხა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, მან სომხეთში ჩასვლა მაინც მოახერხოს.

როგორც იცით, გუნდი ლაშა შინდაგორიძემაც დატოვა. ის კარიერას უცხოეთში აგრძელებს, კონკრეტულად კი, ბელორუსში.

არის კარგი სიახლეც, "საბურთალოს" ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ზაგრებული შეხვედრისგან განსხვავებით, ის სომხეთში გუნდთან ერთად იქნება.

სომხეთის ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა "არარატ-არმენიას" მატჩი "ალაშკერტის" წინააღმდეგ, რომელიც 4 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. რაც შეეხება ევროტურნირებს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ აიკ-თან დამარცხდა (2:1, 1:3), ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში კი მარტივი მეტოქე, გიბრალტარული "ლინკოლნი" შეხვდა, რომელიც ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა (2:0, 2:1).

"არარატ-არმენიას" 6 ახალწვეული ჰყავს. ყველაზე გამორჩეული ფურჯელ ნარსინია, რომელიც სომხურ კლუბს ერედივიზიონის "გრააფსხაპიდან" შეუერთდა.

მისი კლუბი ერესტე დივიზიონში დაქვეითდა, ჰოლანდიელმა კი 31 წლის ასაკში პირველი უცხოური კლუბი იპოვა. ნარსინმა გასულ სეზონში ერედივიზიონის 28 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სომხეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გასულ სეზონში რუსი ანტონ კობიალკო გახდა. მან 15 გოლს 7 საგოლე გადაცემაც დაუმატა. 33 წლის თავდამსხმელმა აიკ-საც გაუტანა და "ლინკოლნსაც", შვედებთან კი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

"არარატ-არმენია" ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ არის, ჰყავს საკმაოდ მაღალი ხარისხის ლეგიონერები და მასაც, როგორც "საბურთალოს", ისტორიული შანსი აქვს. შესაბამისად, არაფრის დათმობას არ ეცდება.

სტადიონი

"არარატ-არმენიას" საკუთარი მცირემასშტაბიანი სტადიონი აქვს, რომელიც 1428 მაყურებელს იტევს, თუმცა ევროტურნირების მატჩებს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მართავს. ვაზგენ სარგსიანის სახელობის არენა 14 403 მაყურებელს იტევს.

სტადიონს 1999 წლამდე "დინამო" ერქვა, სახელი კი გასული საუკუნის ბოლოს გადაერქვა.

2003 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, სომხეთსა და ესპანეთს შორის, რეკორდული რაოდენობის - 16 000 მაყურებელი დაესწრო.

Sportall.Ge

არბიტრი

შეხვედრას შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 40 წლის ელეინ ბიერი იქნება, მას კი დახმარებას იან კიობელი და სერტაც კურნაზცა გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ურს შნაიდერი იქნება.

ელეინ ბიერი შესაძლოა ქართველ გულშემატკივარსაც ახსოვდეს. მან გასულ წელს ალბანეთში, ადგილობრივი "კუკეშისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრაში იმსაჯა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "კუკეშმა" ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა და ორივე პენალტი, როგორც მინიმუმ, სადავო იყო.

ასე რომ, შესაძლოა, "საბურთალოს" არამარტო მეტოქესთან მოუწიოს ჭიდილი და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ამისთვის მზად უნდა იყოს.

Sportall.Ge

ფაქტები

  • ზემოთ ნახსენები ფურჯელ ნარსინი "ფეიენოორდის" ახალწვეულ ლუსიანო ნარსინის ძმაა. ძმები ქართული კლუბების, "საბურთალოს" და თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშებენ.
  • თუ "საბურთალო" სომხურ ბარიერს დაძლევს, პლეი-ოფში ლუქსემბურგულ "დუდელანჟსა" და ესტონურ "კალიუს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

6 აგვისტო. ერევნის რესპუბლიკური სტადიონი

არარატ-არმენია - საბურთალო
სავარაუდო შემადგენლობა
საბურთალო(4-3-3): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ალთუნაშვილი, დიასამიძე, გაბედთუ ავა, კოხრეიძე, როლოვიჩი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ტრანსლიაცია საბურთალოს საიტზეც არ იქნება?
fani
17:52 06-08-2019
0
მომგებიანი გამოდგა ზაგრებთან დამარცხებაო და იგივე წინადადებაში სრულიად სსპირისპიროს ამბობთ და ლოგიკის ნატამალი გაგაჩნიათ საერთოდ??
Odala
15:29 06-08-2019
1

სიახლეები პოპულარული