გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როდესაც 21 წლის კიდევ ერთხელ შერცხვენილი, სულში ჩაფურთხებული თბილისში დავბრუნდი ოლიმპიადის კადრებს ვუყურე თუ როგორ გააკრა რუსი პერშინი ცირეკიძემ ყელში გაჩხერილმა ბურთმა კინაღამ დამახრჩო და დღემდე ცრემლებით ვუყურებ ამ კადრებს და კიდევ 10 წუთს ვნატრობ ხოლმე რომ ღმერთმა მაჩუქოს და ჩემ ქვეყანას და ხალხს როგორმე დავუდგე გვერდში. ამხელა მადლი მოგეცათ ღმერთმა დაგლოცათ და შანსი მოგცათ ეს ოხერი რომ ჩვენნაირი ნატკენი ხალხის გულები გაახაროთ ხალხი გააერთიანოთ. ერთად აზეიმოთ ღარიბი და მდიდარი, ქოციც ნაციც დიდიც პატარაც. იქამდე მიიყვანეთ ხალხი რომ მოგებასაც კი აღარ გთხოვთ ნუ გვარცხენთ მხოლოდ იმას გთხოვთ.ამდენჯერ შეგვქრცხვინეს დაგვჩაგვრეს გადაგბიარეს როგორ გამოდიხართ 8 აგვისტოს და ამ დღეებში და ასე უდღეურად როგორ დალაყუნებთ. რა ვქნა ვერასდროს ვერ გაიგებთ როგორ ვლოცულობ ხოლმე ჩუმად თამაშის დროს იმიტომ რომ სპორტიღა დაგვრჩა ის სივრცე სადაც შეიძლება ცოტათი მაინც ვიამაყოთ და რის გარშემოც შეგვიძლია გაერთიანება. თუმცა, ვერ აგიხსნით ამას ვერასდროს იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ დღეებში ასეთი წაგების მერე არ მწარდებით, არ ტირით ბრაზმორეულნი და ამის გამოსასწორებლად ხვალ არ წამოვარდებით დილის ოთხზე რომ უკეთ მოემზადოთ. არა ამას ვერ ვხედავთ თქვენში.
სირცხვილია
23:43 14-08-2019
2
ერთერთ ძველ თუ არ ვცდები 19 საუკუნის ლექსიკონში წაკითხული მაქვს თუ რას ნიშნავს ფეხბურთი. ცნობის თანახმად - ამ თამაშს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ერთმანეთში თამაშობდნენ, ხოლო თამაშის მიზანს მეტოქე გუნდის კარის აღება წარმოადგენს, კარს კი თავისმხრივ გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეტოქე გუნდის- ქალაქის კარის აღება გაიგივებულია ქალაქის კარის აღებასთან და ქალაქის დამარცხებასთან როგორც ეს ისტორიულად იყო მიღებული - ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ ააქვთ გააზრებული რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ეს ხალხისათვის. ასეთ მძიმე დღეებში, ასეთ თარიღებში და ასეთ მძიმე დროს თქვენ აბოგინეთ თქვენ ქალაქში ყველა ვისაც არ დაეზარა. ეს იყო ღალატი! 8 აგვიატოს 12 13 14 15 16 აგვისტოს 9 აპრილს მოვკვდებოდი მოედანზე და მილიმეტრს არ დავთმობდი. აი რატომ გაგინებთ ხალხი. ფეხბურთი მარტო წვერების მოშვება და ბეემვე არ არის ბატონო. ფეხბურთი წამალი და მალამოა ჩვენნაირი დაჩაგრული და შეურაცყოფილი და დამარცხებული ერისათვის რასაც თქცენ ვერასდროს გაიგებთ.
სირცხვილია
23:05 14-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული