"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.
განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.
ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.
ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.
ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.
ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.
მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.
ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.
სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.
მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...
უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".
ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება
კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!
სომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს
armsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია
1. არ უნდა გეწყინოს გულშემატკივრის აგრესია, რადგან მათ უნდა აჩვენო, რომ ბრძოლაში მარცხდები და არ ფარჩაკდები, არ გკიდია შენი ქვეყნის სტატუსი;
2. რით არ დაადგა საშველი გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებას უკვე მეექვსე მატჩს თამაშობდნენ. კიდევ რამდენი უნდა ეთამაშათ რომ მიჩვეოდნენ? ყველაფერი დუშაშივით დაულაგდათ: უმარტივესი ბადე, გასვლაზე მოგებული თამაში, ფაქტიურად ცალი ფეხით ჯგუფში იყვნენ და ასეთ დროს მგონი ფსიქოლოგიური მომზადებაც კი აღარ გჭირდება ისეთ აღმაფრენას უნდა გრძნობდე;
3. ზოგადად მთლიანად გუნდმა "ჩაისვარა", კოხრეიძე ბევრს მოძრაობს, ადგილზე მოქმედებს მაგრამ პასებს აგვიანებს, ვერ ამწვავებს. შერიფთან გასვლითი მატჩის შემდეგ გუნდისათვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია. წუხანდელი მისი მოქმედება კი საერთოდ რა იყო თავად ან მამამისმა მაინც თუ იცის ნეტავ, ფაქტიურად გოლი გაგვიტანა;
4. რატომ იყო ეიფორია ზედმეტი? ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ, რომელიც დაღმასვლას განიცდის და გვიხაროდა რომ ჩვენმა ჩემპიონმა ერთ უსახელო და უბრალო გუნდს გასვლა მოუგო, ფაქტიურად ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ასევე ერთი უბრალო კლუბი დუდელანჟი ელოდა. ჩვენ არ ვითხოვდით თუნდაც ზაგრებთან გამარჯვებას;
5. ყელში ამოვიდა ჭიაბრიშვილის საუბარი იმაზე, რომ აი ამ დონეზე თამაში სხვაა და გუნდს არ აქვს გამოცდილება... მსაჯები უფრო მკაცრები არიან და ამას არ ვართ შეჩვეულები და ა.შ... კიდევ ვიმეორებ მეექვსე თამაშს თამაშობდა უკვე გუნდი, მეტი რაღა უნდა ენახა და რაღა გამოცდილება უნდა მიეღო ამ კუთხით?;
6. ბევრ ფეხბურთელს აწუხებს არაპროფესიონალიზმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ რა მოძრაობები აქვთ, რას ფაფხურობენ, რას აკეთებენ. რაიმე გააზრებული თუ შეიმჩნევა მათ ქმედებაში? ან რა სიტუაციებში იღებენ ყვითელს... 80%-ის ადგილი არ არის გუნდში რომლის სტატუსიც ქვეყნის ჩემპიონია;
7. კლუბს, რომელსაც ყავს სერიოზული პატრონი და სპონსორი (საქართველოს კვალობაზე) და ხდება ქვეყნის ჩემპიონი, ცოტა სხვაგვარი მენეჯმენტი და ხედვა უნდა ქონდეს. უნდა ეცადოს მეტად კვალიფიციური რამოდენიმე მოთამაშის დამატებას რომლებსაც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთები საქართველოშიც საკმარისად მოიძებნება. ასეთ დროს კლუბიდან მინიმუმ არ უნდა გაუშვა საკვანძო მოთამაშეები. მათ უნდა მოსთხოვო შეასრულონ ვალდებულება კლუბის, გულშემატკივრის და ქვეყნის სახელის წინაშე. უნდა გააკეთო კლუბის სიმბოლოებისა და ლოგოს რებრენდინგი. ამ კლუბს ეს არ უჭირს რომ ცოტა მეტად დაეხვეწათ თუნდაც ლოგო და მისთვის უფრო სერიოზული სახე და ფერი მიეცათ. რომ რაღაც წითელი, ბრჭყვიალა მიკრული სტიკერის სახე არ ქონოდა. მოკლედ ქვეყნის სახელით გამოდიხარ საერთაშორისო ასპარეზზე და ისეთ რამეზეც უნდა ზრუნავდე, რაც უშუალოდ მოედანზე არ ჩანს. დეტალები წვრილმანებშია მეგობრებო...