"დინამო" "ფეიენოორდს" დაუზავდა და ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ უშედეგოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის 1:1 დასრულდა.

როტერდამში 0:4 წაგების გამო საპასუხო შეხვედრა, პრაქტიკულად, ოდენ ფორმალობად იქცა და ცარიელ სტადიონზე სათამაშოდ "დინამო" 5-4-1 ტაქტიკით გავიდა, რომელიც შეტევისას 3-6-1-ად ტრანსფორმირდებოდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატეობას და ანგარიშის გახსნა უკვე მე-10 წუთზე შეეძლოთ - ისევე, როგორც "დე კუიპზე", კვლავ ჩავარდა დაცვის მარჯვენა ფრთა, სადაც ნარსინგი გაიჭრა, ლარსონს უპასა და ამ უკანასკნელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს.

თამაში საშუალო ტემპში მიმდინარეობდა და ალბათ, უფრო ანტურაჟის
გამო, საკონტროლო მატჩს დაემსგავსა.

26-ე წუთზე შესანიშნავი შანსი მიეცა ქარდავას, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლისას ვერ მოახერხა გოლის გატანა. შემდეგ შენგელიას გადაცემულ ბურთს კარის წინ ქავთარაძე ვერ შესწვდა და მეორე მომენტი გაცუდდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვან დერ ჰეიდენის შეცდომით შენგელიამ ისარგებლა და "დინამო" დააწინაურა. თუმცა, "ფეიენოორდმა" მალე გაიტანა საპასუხო გოლი - ნაკუთხურალ ბურთზე ბოტეგინმა მეორე სართულზე მეურვე დაჯაბნა, ძლიერად ვერ დაარტყა, მეჯუბმა მარტივი სიტუაციიდან ბურთი ვერ აიტანა და ბოტეგინმა პერალესის კარი დალაშქრა.

მერე მომენტი შენგელიამ ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კი ნარსინგმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

ბოლოს ტემპი კიდევ უფრო დაეცა, თამაში უინტერესო გახდა, ბანისმა ვერ უწია მიზანს, მატჩიც დასრულდა და  დასრულდა ქართული საკლუბო ევროსეზონიც - სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ფეიენოორდი 1:1
გოლები: 1:0 შენგელია (52), 1:1 ბოტეგინი (57)

დინამო: პერალესი, მონხილი, მეჯუბი, კობოური (შიშკა 37), რუხაია, ქიმაძე (აზაროვი 80), პაპავა, ნინუა, ქარდავა, შენგელია, ქავთარაძე (იაშვილი 69)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ჰეპსი (მალაკია 69), ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (კელი 69), ბურგერი, ბერგჰუისი (ბანისი 79), ტაპია, კოკჩუ, გეერდტრუდა, ნარსინგი, ლარსონი

altფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
მკითხველის კომენტარები / 13 /
დაფე, კუტალია, კარიკარი, არცერტი თავდამსხმელი დაცვითი ფეხბურთი ისევ ეს ტავმდასხმელები სად იყვნენ რატომ არ ყავდა განაცხადში, დაგვცინით?!... 4 : 0 ცაგებული გვქონდა და მაგიტომ არ იყვნენ განაცხადშI ტუ ტრანვირებულები იყვნენ , არაფერი დაცერილა მათზე თუ მოკლედ ვერ გაიგებ ვისი ვისაშIა რა რისკიანი და გაბედული ფეხბურტი ტუ არ ითამაშE ან ტაქტიკურად ვერაფერს მიაგცევ ესეტი ფეხბურტიტ, ქავთარაძე რომ დაუყენე 160 190 მცველებს რა უნდა გააკეთOს )))
va-le
13:32 16-08-2019
0
ისევ უშედეგოდ დასრულდაო, რომ გამოაჭენეთ სათაურში - რაო თასის აღებას ელოდებოდით?
რეალისტი
12:06 16-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული