მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

AutoSharing Option
"არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" მარცხმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ სამწუხარო ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილმა და ანა დოლიძემ დააფიქსირეს.

მათ პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ "ფეისბუქით" გასცა:

"გამარჯობა. "საბურთალოს" გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად
სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება.

უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ.

არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისები - მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე, როგორც სომხური კლუბის ფეხბურთელებმა.

დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.

ანა დოლიძე Anna Dolidze

თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუფციასა და ნეპოტიზმში.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში.

რაც შეეხება "ჩაძირვის" ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენს სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული. მართებული იქნება?"

მკითხველის კომენტარები / 8 /
577508705 მე დამარცმუნე რომ ყველაპერი კეტილსინდისიერად ხდება და ის მილიონები რასაც ბიუჯეტიდან ვიხდიტ სჰედეგი მოიტანა. და საბურტალომ ტამაში გაყიდა.
levani
17 აგვისტო 2019 18:30
0
წადი ბიძიკო ისედაც დაგლეჯილ ნერვებს მთლად ნუ გვაგლეჯ და თუ საბურთალოს საცოდაობაში ბრძოლის ნასახი შენიშნე დროა ოკულისტს ეჩვენო
ბათუმის ფანი
16 აგვისტო 2019 12:11
5
ვის რა უნდა აუხსნა შე მართლა უვიცო, ჩადი თბილისის იქეთ სხვა ქალაქებში და არა რეგიონში როგორც თქვენ უწოდებთ დანარჩენ საქართველოს. კერძოდ ქუთაისში და ნახავთ ბავშვები სად ვარჯიშობენ, როგორ სტადიონებზე, ვინ არიან მწვრთნელები და მერე მიხვდები რატომ გვაქვს ეს შედეგი.

სახლს როდესაც აშენებენ ჯერ ფუნდამენტი იჭრება და თან საკმაოდ ძლიერი, რომ მერე ბევრ სართულს გაუძლოს. ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან თუ არ წამოვიდა თაობები მარტო თბილისის ჩემპიონატი შედეგს ვერ დებს ხომ ხედავთ ამას ??? ტორპედო რომ დაიშალა ფედერაციამ გააკეთა ამის შესაჩერებლად რამე ?

კიდე გამოდიხართ და რაღაცეებს გვიხსნით აქ
lm
16 აგვისტო 2019 10:09
6
ეს ბიჭი ვინაა? ამან ალბათ სხვა თამაშს უყურა.
Status quo
16 აგვისტო 2019 09:26
1
იყო იმ "რიჟა" არველაძის კლანი, ეხლა ხომ არ გგონიათ არველაძის კლანი სადმე გაჰქრა, ისევ ისე განაგრძობს და მაგათ გარეშე ვერცერთი ბავშვი საზღვარგარეთ ვერ გავა. ეხლა კი სათავეშო მოექცა კალაძე-კობიაშვილის კლანი, რომლებიც იქვე დგანანან ქვეყნის ბიუჯეტთან. ესეგი ადრე თუ ერთი კლანი იყო, ეხლა არის ორი და ფეხბურთს რა უნდა ეშველოს. ისე ამხანაგო ჯღარკავა, ისეთი დღეებია, რომ თავად ფედერაციის პრეზიდენტი რომ გამოჩნდეს და რაღაც ახალი მოგვატყუოს(კი არავის სჯერა, მაგრამ მაინც), მგონი დროულია, ეხლა მწვავე კითხვებს მაინც არავინ დაუსვამს, ამ საიტზეც კი როცა კომენტარში კალაძე-კობიაშვილს ვწერ, 99% არ ბეჭდავენ, მაგრამ იქნებ მაინც შეეხმიანოთ კობიაშვილს, ვიცი, რომ ძალიან დაკავებულია კანონების მიღებით პარლამენტში ან გლდანის განვითარების პროგრამაზე მუშაობს, მაგრამ იქნებ ფეხბურთზეც ეთქვა რამოდენიმე სიტყვა
llcl
16 აგვისტო 2019 08:36
2
მოკლედ ამ ქვეყანაში ყველა ერკვევა ფეხბურთში და პოლიტიკაში. მაგიტომაც იმიდის ჩვენი საქმე კარგად. ეს კაცი ვინ არის?ნიკა ჯღარკავას რაც გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის იმის ნახევარი რომ ჰქონდეს ალეკო ელისაშვილს და დანარჩენ პოლიტიკოსებს გაკეთებული ქვეყნისთვის ეხლა მარსზე ვიქნებოდით გასულები.ძალიან ბევრი ფეხბურთის დილეტანტი წერს აქ კომენტარებს ამიტომ არ ღირს პოლემიკაში შესვლა.ყველაზე კარგი იქნება დაჯდეს ნიკა პირდაპირ ეთერში და ვისაც გნებავთ,რომელ პოლიტიკოსსაც დაუსვით კითხვები და გაგცემთ ამომწურავად პასუხს.ან დადეთ კონკრეტული ფაქტები ნეპოტიზმის შალვა ნათელაშვილივით რომ ჭორაობთ,მოკლედ ორი აგური უნდა გვეჭიროს და მესამეს უნდა ვეძებდეთ,სირცხვილია ქართველი პოლიტიკოსი,რომ სხვა ვინმეს ან რამეს გააკრიტიკებს,ცოტა უხერხულობის შეგრძნებაც არ გაქვთ? ნიკა ჯღარკავა ვინცაა ჩაწერეთ youtubeze და უყურურეთ მის ინტერვიუებს გადაცემებში და კონკრეტულად გაიგებთ რა გაუკეთებია და რას აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის.
:-)
16 აგვისტო 2019 07:50
9
შენ ბიძია სხვა პლანეტაზე ცხოვრობ რამდენი მოზარდი დადის ფეხბურთზე ეგ მაინც თუ იცით ფედერაციაში თუნდაც ელიტ ლიგა რო ტარდება მოზარდებში როგორც თქვენ იძახით იქ მშობელს 100 ლარს ახდევინებთ მონაწილეობისთვის და ფულს კი გუნდებს ურიცხავთ რომლებიც საზიზღარ ფეხბურთ თამაშობენ. ადმინ ნუ ბლიკავთ მესიჯებს სიმართლე ეგებ ესე გაიგონ მაგ უცხოპლანეტელებმა
რა გვეშველება
16 აგვისტო 2019 02:13
5
ეს კაცი ვინ არის?? პირველად ვნახე, ეტყობა პარტიული ნიშნით არის დანიშნული და რა ქნას დაავალეს ეტყობა, დებატებსაც სთავაზობს უკვე, რა დონეზე დაეშვით აკვირდებით?? გინდა რაგბი იყოს, გინდა ფეხბურთი და ნებისმერი სახეობაც კი გულშემატკივარი კარგად ხედავს სად არის თავდადება და სად უნიათო, უჯიგრო თამაში!! ამ კაცმა ბრძოლა დაინახა საბურთალოს მხრიდან??? ჩვენი რაგბისტები მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთან როგორიც არის ახალი ზელანდია, ვაჟკაცურად იბრძოლეს, ერთი ეგ თამაში ნახე და მერე ილაპარაკე, მართალია წააგეს, მაგრამ თავაწეული დატოვეს მოედანი და გულშემატკივრები გაგვახარეს ბრძოლით და თავდადებით. მორიგი სამარცხვინო განცხადება, ამჯერად ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, დღეს ვნახე იმედზე ხეჩიკაშვილის ინტერვიუ იყო, ასევე მთავარი მწვრთნელის და ორივე აღნიშნავს რომ ქართული ფეხბურთის სამარცხვინო თარიღი იყო ის რაც მოხდა და კუმ ფეხი გამოყო ეგ ვარიანტია რა!!!
ზაზა
16 აგვისტო 2019 01:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული