მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

AutoSharing Option
"არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" მარცხმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ სამწუხარო ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილმა და ანა დოლიძემ დააფიქსირეს.

მათ პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ "ფეისბუქით" გასცა:

"გამარჯობა. "საბურთალოს" გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად
სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება.

უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ.

არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისები - მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე, როგორც სომხური კლუბის ფეხბურთელებმა.

დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.

ანა დოლიძე Anna Dolidze

თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუფციასა და ნეპოტიზმში.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში.

რაც შეეხება "ჩაძირვის" ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენს სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული. მართებული იქნება?"

მკითხველის კომენტარები / 8 /
577508705 მე დამარცმუნე რომ ყველაპერი კეტილსინდისიერად ხდება და ის მილიონები რასაც ბიუჯეტიდან ვიხდიტ სჰედეგი მოიტანა. და საბურტალომ ტამაში გაყიდა.
levani
18:30 17-08-2019
0
წადი ბიძიკო ისედაც დაგლეჯილ ნერვებს მთლად ნუ გვაგლეჯ და თუ საბურთალოს საცოდაობაში ბრძოლის ნასახი შენიშნე დროა ოკულისტს ეჩვენო
ბათუმის ფანი
12:11 16-08-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული