ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
სამარცხვინო ხარ შენი გუნდიანად.
გიორგი
16 აგვისტო 2019 12:23
4
იცი რა გიტხრა, ტარიელ ჩემო, "გაქსუებული ნადირის" სურვილს, რო ასრულებ ეგრე მოგიხდება!!! იმას კიდია ფეხებზე და შენ თავი მოგეჭრა... მარა ნატქვამია "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო" ნუ გგონია შეუმჩვეველი დარჩა თქვენი კუდგადაბმული მოქმედება... ჭიას ვაჟკაც კაცად ვიცნობდით და გვეგონა არ შეცდებოდა ეგ არის საწყენი... თორემ შენ და "გაქსუებული ნადირი" ერთნი ,რომ ხართ იასნია...
leqso
16 აგვისტო 2019 11:49
1
აუჰ გეწყინა ხო შენი მისამართით გამოთქმული აზრები, ზუსტადაც ამდენი ინვესტიცია რომ გაქვს გაკეთებული და როცა შეთავაზება მიიღე, ალბათ დაფიქრდი და დღევანდელი უეჭველი რეალობა არჩიე, რადგან კაცმა არ იცის მართლა მოხვდებოდი თუ არა ჯგუფურ ეტაპზე და რატომ უნდა გაგემაზა? აი ამხელა კრიტიკას და ასეთ შეფასებებს კი ნამდვილად არ ელოდი, რადგან ხალხი გგონია რომ ვერ მიხვდებოდა ვერაფერს? ეეჰ " ხაჩიიკ"
ქართველი
16 აგვისტო 2019 12:19
6
ზღაპრები მოუყევი ოჯახში ბავშვებს.. რეალურ თამაშს კი ყველამ ვუყურეთ.. მოედანზე რამოდენიმე ფეხბურთელი თავის გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა.. ვინმეს შეიძლება სხვა ქვეყანაში გაუკვირდეს მაგრამ ჩვენ ასეთ თამაშებს მიჩვეული ვართ..
გრიშო
16 აგვისტო 2019 10:21
5
ჩვეულებრივი უტიფარი ჩინოვნიკი ხარ!

ამ ყველაფრის მერე, პახოდუ გვეკაიფები.

თქვენ ბოლო ლურსმანი ჩააჭედეთ, ქართულის ფეხბურთის კუბოში.

მართლა მრცხვენია!
მამუკა
16 აგვისტო 2019 09:27
2
ნუ გვაბოლებთ, ანალიზის გაკეთების უნარი ხალხსაც გვაქვს.
შერიფთან მოვიგეთ 0:3 გასვლა და წავაგეთ 1:3 სახლში. საეჭვოა, მაგრამ კაი ერთხელ გასაგებია, შეიძლება თქვა გამოუცდილებლობით დაემართათ.
ზაგრების დინამოსთან თამაშზე არაფერს ვიტყვი, გულშემატკივარი მაგ თამაშებში მოგებას არც მოითხოვდა, უბრალოდ მოითხოვდა , რომ ბოლომდე გვებრძოლა და გვეთამაშა და რა შედეგიც დაიდებოდა კანონზომიერი იქნებოდა (თავს ზევით ძალა არ არის)
არარატთან გასვლას იგებ 2:1 და შინ აგებ 0:2 (თან რა პენალტი აიკიდეს), ესეც გამოუცდელობაა? ზედიზედ მეორედ სამ თამაშში.

გონივრული ეჭვი გაუჩნდება ხალხს, რომ გაყიდულია თამაში. თან წინა დღეს საიტებზე ჩნდება ინფორმაცია კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების შესახებ.


მოკლედ შედეგებიდან, და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

ან ყიდის ეს გუნდი თამაშებს, ან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ფეხბურთელებს. ვერ ახერხებენ შინ თამაშს. ამ შემთხვევაში ვინცაა ფეხბურთელების ამ კომპონენტზე მუშაობაში პასუხისმგებელი აუცილებლად უნდა შეიცვლოს. მთავარ მწვრთნელთან გასაუბრებაც არ გაწყენდათ.
gio
16 აგვისტო 2019 10:47
2
თქვენ გეტყობათ კარგი ადამინი ხართ,მაგრამ ესენი ხომ ჩვენ არარობათ გვთვლიან და სულში გვაფურთხებენ.
ერთი დამანახა ხეჩიკაშვილი და მისი ხროვა სუფრასთან მიმსხდარი როგორ იტყვიან საქართველოსა და ქართველი კაცის გამარჯვების სადღეგრძელოს.
გიოშა
16 აგვისტო 2019 15:31
1
ჩაქოლვა კი არა დასაჭერი ხართ შენ, კობიაშვილი და მთელი მუქთახორა მაფია! რაში დახარჯეთ 250 მილიონი ლარი?! რატომ ყიდის თამაშებს?! ჩვენზე ბანძი ჩემპიონატი მხოლოდ სამოყვარულო ლიგებია და თქვენს ხელში აზრი? რომ გახეხავთ 10 წელს, მერე სხვებს შეეშინდებათ და პატიოსნად იმუშავებენ და ითამაშებენ
ვახო
16 აგვისტო 2019 10:38
3
არა ხართ თქვენ ტარიელ ბატონო წესიერი და სუფთა ადამიანი საქმეში რომელზეც აპირებთ უეფას მიმართოთ,ჩვენზე უკეთესად იცით რა და როგორ მოხდა ამ სამარცხვინო თამაშში.ისე ცნობისთვის არ არსებობს დანაშაული რომელიც კვალს არ ტოვებს და ნუ აბოლებთ ხალხს ისიც გეყოფათ რაც აკადრეთ ქვეყანას
dato
16 აგვისტო 2019 09:37
2
ნერვებს,ნუ აიშლით .რაც ხდება განათლებაში,მეცნიერებაში,ხელოვნებაში,სოფლის მეურნეობაში,...იგივე ხდება სპორტში.ერთმა დაწერა დასაჭერიაო და რამდენი უნდა დაიჭიროთ ? ამ ხალხს,არც ღირსება აქვთ,არც თავმოყვარეობა,რომ გაუშვა მთელ ქვეყანას გაყიდიან.
ტოტო
16 აგვისტო 2019 11:42
1
ხოდა ინვესტიცია ამოიღე სამმაგად უკვე, რამდენად გაურიგდი იმ სომეხს? იმან გაჯობა ჭკუით მძორო
იმერელი
16 აგვისტო 2019 10:39
2
ხაჩიკას გაუჭირდებოდა სომეხთან გარიგება?
livepool
16 აგვისტო 2019 12:06
1
თავიდანვე დაიგეგმა და შეთანხმდა ყველაფერი ორივე გუნდის მიერ.ძალინ დიდი ფულის თაღლითურად მითვისებასთან გვაქვს საქმე მეგობარო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 18:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული