ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
7 წელია უპასუხისმგებლობამ ისე მოიკიდა ფეხი,რომ ოჯახის დონეზეც კი იგრძნობა.(რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებრივ და საერთაშორისო პროცესებისადმი გამოჩენილ დანაშაულებრივ გულგრილობაზე).ცოტაც და ტუგრიკებზე გააჩაღებენ აღებ-მიცემობას.სპორტში ეს დიდი ხანია გამოჩნდა და კორცხელის სინდრომით დაგვამახსოვრა თავი.უპასუხისმგებლობა მოსდევს უვიცობას,უვიცობა კი თავის მხრივ გამორიცხავს იმის მოლოდინს,რომ ოდესმე მოაზროვნე და ერთგული დასჭირდეს ვინმეს.სპორტის მაგალითზეც კი თვალნათლივ ვხედავთ-რა დამანგრეველია ყველაფერი ეს ადამიანის ფსიქიკისთვის.
Giorgi Janikashvili
16 აგვისტო 2019 17:09
5
თქვე ვაი გულშემატკივრებო გეყოთ ლაქლაქი და ვაი ვუი ქალებივით, რომ მოთქვამთ.მოგების შემთხვევაში ხომ ასე იყრანტალებდით? თქვენ როგორ გგონიათ თქვენზე ძალიან ბიჭებს უნდოდათ მოგება, მაგრამ ფორტუნამ ასე ინება. აბა ველოდები თქვენს რეაქციას რომელიც იქნება ლანძღვა გინება , აბა სხვას რას უნდა ველოდო თქვენნაირ ვაი ქომაგებისგან.
ბიჭებს ლანძღვა კი არა მხარში დგომა სჭირდებათ შეიგნეთ!
16 აგვისტო 2019 12:15
39
რაში უნდათ ბიჭებს მხარში დგომა უნიათობაში? თუ თამაშის გაყიდვაში? თუ სახლში 8 გაშვებულ და 1 გატანილ გოლში თუ საერთო ჯამში 11 გაშვებულ და 6 გატანილ ბურთში იქნებ მიპასუხოტ რაში უნდა დავუდგეთ გვერდში თუ არარატთან მარტო მალიმ დაარტყა კარში და მეტი სახიფათო მომენტი არ გვქონია რაში გვთხოვ დავუდგეთ გვერდში?
antaress
16 აგვისტო 2019 13:22
1
ვის ჭირდება გვერდით დგომა, კოხრეიძეს??? ჯერ გამოვიდეს და ახსნას რა პასი გააკეთა საიდან სად და რა უნდოდა საერთოდ თუ არა ის რაც გამოვიდა... ანალოგიც მაჩვენეთ მაგ პოზიციიდან ვის გაუკეთებია ეგეთი პასი და ხმას აღარ ვიღებ, შემთხვევეითი იყო ეგ???
sormona
16 აგვისტო 2019 13:38
1
ყველა გამოხმაურება
უკრაინაში სრული ქაოსი და ანარქიაა და იქ დაბეჭდილი თითქმის ყველა ინფორმაცია მხოლოდ პროვოკაციისთვის არის გამიზნული. "საბურთალოს" ხელმძღვანელობას კი, ვთხოვდი გააგრძელოს მართლაც ნიჭიერ არა ერთ ახალგაზრდასთან მუშაობა...
tngh
16 აგვისტო 2019 11:38
31
მთავარი სათქმელი, გუშინ ითქვა ამ საიტზე და ეს გააჟღერა მამუკა კვარაცხელიამ, შეფარვით რა თქმა უნდა, სტრიქონებს შორის რომ იკითხება. მან ბრძანა, თუ რამდენ უამრავლ ხალხს ინახავს და თავის ჯიბიდან ხელფასს უხდის ყველას, მის კლუბში დასაქმებულებს. ბატონებო მისი ჯიბე ვერ გაწვდება ყველა ხარჯს, ჰოდა ამიტომ, განსაკუთრებით ევროპის ფეხბურთში მიღებულია წესი, "თამაშების გაკეთების", რადგან გაწეული დიდი ხარჯები დაფარონ და ყველაფერ ამას ხელს უწყობს UEFA -ც და თავისთავად ჩვენთან ს.ფ.ფ. -ც(ხომ ხედავთ ვერა და ვერ მოაშორა ქართულ ფეხბურთს ოთარ შენგელია), თან არც თუ უანგაროთ. ფაქტები ბევრია, გაიხსენეთ მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოასპარეზე საფრანგეთის მარცხი იაპონიაში, როცა კუშის ბალანსი იყო 7-1 ზე. აბრამოვიჩის "ჩელსის" დათმობილი ჩემპიონთა ლიგის თასი და ა.შ. ჰოდა გაგებით მოეკიდეთ
ალალე
16 აგვისტო 2019 14:03
4
წუხელ სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქართველოში სტადიონები ხალხით გავსებულიყო....:) "საბურთალო" კი ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(
გიოშა
16 აგვისტო 2019 11:52
9
სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქართველოში სტადიონები ხალხით გავსებულიყო....:) სიხარულისგან გამომეღვიძა და რას ვხედავ-"საბურთალო" კი თურმე ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(
გიოშა
17 აგვისტო 2019 04:13
0
ხალხო, რა მოგივიდათ, როგორ ყველა საკუთარი ინტერესების გამყიდველი ანუ სულელი გგონიათ??!! რა თამაშის გაყიდვაზე ლაპარაკობთ გამუდმებით?! უკვე ამოვიდა ყელში ეს სულელური ბრალდებები!
aburjga
16 აგვისტო 2019 10:50
31
მართლა უაზროდ წერ აქ რაღაცეებს,რაც საბურთალომ ითამაშა ეს იყო საეჭვო თამაში,ასეთ გოლებს საბურთალო არ უშვებს ხოლმე,კოხრეიძემ და რეხვომ აშკარად საეჭვოდ ითამაშეს...
ასევე
16 აგვისტო 2019 14:06
2
ის მოუვიდათ რომ ადვილია ესე მარცხის 'ახსნა'! სინამდვილეში საკუთარი გამწარების სხვაზე გადაბრალებაა. თავის შეწუხება პერსონალურად შეიძლება ითქვას ჩვენში არავის უნდა, სულ სხვისკენ აქვთ გაშვერილი თითი, სპორტშიც და მის გარეთ. ცოდნა, პასუხისმგებლობა, შრომა, პროფესიული დახელოვნება, საქმის კეთება თავის შეწუხების გარეშე არ გამოდის, ჰოდა, ეგრე გვგონია რომ მაგ ყველაფრის მოპოვება სულ სხვისი საქმე და პასუხისმგებლობაა, არა 'ჩემი'. ესაა ჩვენებურების დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და რაღა სპორტში იქნება განსხვავებული სიტუაცია. ამბიციები მოჭარბებულად გვქვს, მათი ასრულებისთვის კი სხვამ უნდა იზრუნოს არა პერსონალურად ჩვენ. საიდან იქნება კარგი შედეგები? ვერ იქნება. ამიტომაც გაცრუებული ამბიციებისგან გამწარებულები სხვებისკენ ვიშვერთ თითს და ვილანძღებით. ან კიდევ რა აიჩემეს ეს 'ისტორიული მეტოქე' თუ რაღაც მსგავსი რამეების ძახილი მაინც და მაინც სომხებზე? წადი რა მიღწევებში მართლა მოწინავე ერებს შეეჯიბრე, რომლებსაც თავისთვისაც რაღაც შეუქმნიათ და სხვებისთვისაც, თუნდაც მაგალითად, ფეხბურთი, რის გამოც ეს აყალ მაყალი და ისტერიკაა ატეხილი, რა, ვინ შექმნა იქნებ ქართველებმა ან სომხებმა? რაღა ეს ჩვენნაირად დაქცეული თუ უარეს დღეში მყოფი ხალხი აირჩია ზოგიერთმა საკუთარი წარმატების საზომად--აქაც იადვილებენ საქმეს, არა? აბა, ინგლისელებს ამბიციების დაკამაყოფილებისთვის როგორ გაეჯობრებიან, თავიდანვე 'იასნია'! მაგრამ ვისაც შეეჯიბრები სწორედ იმის დონეს გაუტოლდები, უკეთესისას არა. საიტზე ერთი 12 წლის მოზარდის კომენტარი ვნახე, სხვათაშორის გაცილებით მშვიდი და საღი ვიდრე 'უფროსი' უმრავლესობის, და რა მაგალითს აძლევენ მოზარდებს რომელებიც აქ შემოდიან და კომენტარებსაც ეცნობიან--რას ისწავლიან, იგივე გააგრძელონ?
გიორგი
16 აგვისტო 2019 12:17
2
წესიერი კაცია, ნუ ლანძღავთ.
Merlo
16 აგვისტო 2019 09:46
25
გამოიძიოს სამხარაულის ექსპერტიზამ ან ჩვენმა სასამართლომ და ჭეშმარიტებას გავიგებთ!
ვაი ჩვენს პატრონს
16 აგვისტო 2019 08:18
6
ბატონო ტარიელ, ქართველმა გულშემატკივარმა მტკივნეულად მიიღო არარატისგან წაგება, გასაგები მიზეზების გამო და ზოგიერთს მართლაც ზედმეტი მოუვიდა. დიდია თქვენი დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. თუ რამეს შეცვლის გულშემატკივართა ერთი ნაწილის სახელით მე გიხდით ბოდიშს უხამს გამონათქვამებზე.
ახლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ჭიაბერაშვილი არ არის უჭკუო მწვრთნელი, ოღონდ სადმე ცნობილ მწვრთნელთან უნდა მივავლინოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის საფუძვლები შეისწავლოს. მანამ კი ისეთი მწვრთნელის მოწვევა გვჭირდება, ვისაც ფეხბურთი ცოტა უკეთ გაეგება. ვფიქრობ, თუ გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებთ, გაისისათვის უკეთესი შედეგი გვექნება. თან სერიოზული კონკურენტები გეყოლებათ თბილისის და ბათუმის დინამოს სახით.
თენგაბი
16 აგვისტო 2019 07:19
26
გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე

როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ...
პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფულის სუნის ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas
გიოშა
16 აგვისტო 2019 14:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული