ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
წუხელ სიზმარი მესიზმრა-ვითომდა მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორები აეკრძალოთ. საქრთველოში სტადიონების ტრიბუნები ხალხით გავსებულიყო....:) "საბურთალო" კი ევროპის ლიგის ფგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრილიყო.:(
გიოშა
16 აგვისტო 2019 11:44
4
ძლივს არ ვნახე კაცი სიმართლის მქადაგებელი!
გიოშა
16 აგვისტო 2019 11:11
11
ხალხო,ეს "კაცი"კიდე გვაბოლობეს! ევროპა ლიგაზე საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 06:19
6
რასაკვირველია გარიგებაზე ლაპარაკი დიდი სისულელეა,მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ რატომ იყო ასე მოულოდნელი დამარცხება გაუგებარია.იქ რა დავანგრიეთ გუნდი თუ რა?აქაც ისეთივე მძაფრი(რამდენედაც შეეძლო ორივე გუნდა)თამაში იყო.
თამაზი
16 აგვისტო 2019 12:15
20
2 მკვტარი გუნდი ეთამაშებოდა ერთმანეთს. მოწინააღმდეგეს გასატანი აქვს 2 ბურთი უეჭველი, არც არარატი წყვეტდა ვარსკვალებს, ამ დროს დაიჭირე ბურთი და დაელოდე მომენტს რომ გაიხსნას მოწინააღმდეგე, სხვა გზა არ აქვს. რაიმე ისეთი გააკეთა არარატმა, რომ თქვა ბურთი გადააღუნა თავზე საბურთალოსო? კოხრეიძის პასი საერთოდ ეპიკი იყო, ყველანაირი ლოგიკიდან ამოვარდნილი, შეტევაზე ხარ, ტრიალდება და უკან საჯარიმოში აკეთებ უაზრო პასს, თან არ იყო ჩაჭრა რომ გაიჭრა სომეხი და შეუტიათქო. ლამის ფეხზე დაასვა სომეხს, როცა ცენტრში ოხრად თანაგუნდელები გყავს და ნებისმიერს შეგიძლია მისცე პასი, თუ მაინცდამაინც ვერ აგრძელებ შეტევას. იქ კიდევ ის სომეხი მოცელეს, ეტყობა არც მაგაში იყვნენ დარწმუნებულნი რომ მაგ მდგომარეობაშიც გოლის გამტანი იყო. ბოლო წუთზე გატანილი გოლი და კაციშვილი არ აპროტესტებს რომ არ იყო თამაშგარე. ხეჩიკამ მოატყუოს ბებიამისი, ფულს რომ დებს (საკუთარს კი არა, ბიუჯეტიდან გამოხრულს ტენდერებში) და ამოღება რომ უნდა, აი მანდ ჩნდება ზუსტად ეჭვი, ეს გუნდი ან გავიდოდა ჯგუფში ან არა. იმ სომეხს კიდევ შეიძლება უღირდა ფულის გასროლა, რაც საბურთალოს უნდა აეღო შემდეგ ტურში გასვლისთვის, რომ დაედო ბოჩკაზე თავისი ბონუსით, პლუს ტოტალიზატორში გაკეთებული ფული, რავა რა, დაუჯერებელია? შერიფთან მაიმუნობაზე ფული იშოვეს სავარაუდოდ ორივე მხარემ, საწყის 5 წუთში რომ 3 ბურთს უშვებ, რომელი ბარსელონაა შერიფი?
გიორგი
16 აგვისტო 2019 12:55
1
როგორც ვატყობ აქ ბევრს არ აწყობს მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ საუბრის წარმართვა! რომელ წაგებაზე საუბრობთ თუ ძმა ხარ?გასაგები იქნებოდა რომ იყო
ადრე წლებში,სამართლიანი სპორტული დაპირისპირებისას რომ ხდებოდა ხოლმე. პირველ რიგში ყურადღება დასათმობია და აქცენტი გადასატანია ორივე თამაშის ერევანსა და თბილისში სიყალბესა და ფარსზე,რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამ,ყველა ჩვენთაგანს გვეღირსოს ფეხბურთის ყურება,არაკაცურად დადგმული სპექტაკლების გარეშე!!!
გიოშა
17 აგვისტო 2019 10:20
0
გ ა ს ვ ლ ა მ ო ი გ ე ს ა ხ ლ შ ი წ ა ა გ ე

როგორც ეტყობა მაგრად ამართლებს! შარშან ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებშიც ხომ ასე "თამაშობდენ"! ვწერდი მაიმუნობენ მეთქი,მაგრამ...
პორტო-კრასნოდარი და ყარაბახი-აპოელი ოოოო ამას დიდი ფული სუნი ასდის ვიდრე Khechik - ashvilisas
გიოშა
16 აგვისტო 2019 14:46
5
ეს ხეჩიკაშვილია თუ ხეჩოიანი ვერ გავიგე ორივეს წერენ აქ და ვერ ვხვდები
კიტე
25 აგვისტო 2019 22:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული