ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ხალხო,ეს "კაცი"კიდე გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს?
ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!!
როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!
გიოშა
16 აგვისტო 2019 07:51
3
პრობლემა საქართველოში არის --ფულის კეთება ოღონდ ყველანაირი მეთოდით ბტ ტარიელ...
მოკლედ 2 წლის წინ გადაცეს ტორპედო ვიღაც ქუთაისის მერიასთან დაახლოებულ ქართველ ვაჟკაცს,იმან კლუბის ყველა ფინანსები მოხვეტა წავიდა და გაქრა....ჩვენი ფედერაცია და გამოძიება რა პასუხს იძლევა???---ვერ პოულობენ თურმე იმ ფანტომასს...
სინამდვილეში ფედერაციამ წილები ჩაიდო და სხვასაც გაუნაწილა იმ ჩ უ ჩ უ ნას ხელით და მორჩა...
კლუბი დაშალეს და ასეთ ამბავზე ერთი ფოთოლი არ გატოკებულა ხმა არ ამოუღია არავის არც ვეტერანებს არც მოქმედებს არც მომავლებს და არც არავის....
ხოდა იყიდება საქართველოო გვითხრა წიკლაურმა და კიარ უნდა გაგვიკვირდეს აწი რამე !!!!
დღეს ტექნოლოგიების საშუალებით ვის სად როდის რა გადაურიცხეს, ყველაფრის გაგება შეიძლება და ესენი კიდე გვაბოლებენ და ჰაჰაჰა....
მოკლედ ერთი ფრეკენ სალანდერი გვჭირდება რო მთელი ნაგავი გამოააშკარავოს მარა სადაა ასეთი ვინმე...
სპორტ ფაზა
16 აგვისტო 2019 07:36
3
პირველად ცხოვრებაში ფეხბურთს უყურე 1976 წელს.6 წლის ვიყავი.იმის მერე ზოგადად ფეხბურთი არი როგორც ოჯახის წევრი ჩემთვის.პირობას ვდებ არასოდეს არ უყურებ საბურთალოს თამაშს.ვიცი ამით არაფერი დაუშავდება ხეჩიკაა თუ ხაჩიკას და საბურთალოს,მაგრამ მე ჩემი მხრიდან ასე გამოვყატავ პროტესტს იმ სირცხვილისთვის.
ლ.გიო
16 აგვისტო 2019 07:27
2
ბატონო ტარიელ, ქართველმა გულშემატკივარმა მტკივნეულად მიიღო არარატისგან წაგება, გასაგები მიზეზების გამო და ზოგიერთს მართლაც ზედმეტი მოუვიდა. დიდია თქვენი დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. თუ რამეს შეცვლის გულშემატკივართა ერთი ნაწილის სახელით მე გიხდით ბოდიშს უხამს გამონათქვამებზე.
ახლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. ჭიაბერაშვილი არ არის უჭკუო მწვრთნელი, ოღონდ სადმე ცნობილ მწვრთნელთან უნდა მივავლინოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის საფუძვლები შეისწავლოს. მანამ კი ისეთი მწვრთნელის მოწვევა გვჭირდება, ვისაც ფეხბურთი ცოტა უკეთ გაეგება. ვფიქრობ, თუ გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებთ, გაისისათვის უკეთესი შედეგი გვექნება. თან სერიოზული კონკურენტები გეყოლებათ თბილისის და ბათუმის დინამოს სახით.
თენგაბი
16 აგვისტო 2019 07:19
26
ხალხო,ეს "კაცი"კიდე გვაბოლობეს! ევროპა ლიგაზე საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 06:19
6
კაი რაა დაშალე ეგ მარაზმი გუნდი და დაგვასვენე ჩვენ რაღას გვიშლი ნერვებს ??
iura
16 აგვისტო 2019 03:47
13
რაო კაცო ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულიო?მით უარესი მაშინ ყველა ნორმალური კლუბის მფლობელი ფულს აკეთებს, მაგრამ არა ისე როგორც შენ წარმოგიდგენია. ფული თუ არ გააკეთე, მაშინ ხელფასს როგორ მისცემ ფეხბურთელებს? ეს კაცი გვეკაიფება აქ. ფაქტი ისაა რომ დაუსჯელობის სინდრომი სუფევს ქვეყანაში.
დავით 67
16 აგვისტო 2019 03:19
6
vax-vax-ს! შენ პირადად ვერ დაინახე არა? ვინც დაინახა (რაც უმრავლესობაა) იმან რა ქნან? შენს პირადს დაეყრდნონ? თვითონ ეს კაციც ამბობს გამოიძიონო, დაადგინონო უკრაინული საიტის ასეთი ხშირი ცვლა კოეფიციენტის. როცა ეგეთი რაღაცეები ხდება გუნდის ყველა ფეხბურთელს არავინ აყენებს საქმის კურსში, მითუმეტეს შენ! სამი ფეხბურთლიც საკმარისია თამაშის "გაკეთებისთვის ". არავითარი ინტერესი მე არ გამაჩნია, არც ტოტალიზატორი მითამაშია არასდროს. საერთო ჯამი მაინც ერთია სამრცხვინოები არიან!


დავით 67
16 აგვისტო 2019 15:48
1
ვინმე დავით 67-ს! რა სიამოვნებას განიჭებს უსაფუძვლო ლანძღვა-გინება. გარიგებებით ფულის კეთება საქმეა? სად დაინახე გარიგების ნიშნები,თუ გგონია,რომ საბურთალოს ფეხბურთელები ფეხბურთს თუ ვერ თამაშობენ მაღალი დონის მსახიობები არიან და სპექტაკლი დადგეს,ცდები, მე პირადად ეს ვერ შევამჩნიე. ცილისწამება დიდი ცოდვაა და თავს გაუფრთხილდი. აწი რაც ცუდი დაგემართოს, დიდი წილი ამ ცილისწამებისთვისაც იქნება
vax-vax
16 აგვისტო 2019 10:48
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული