"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ამ გუნდთან საქართველოს ჩემპიონს არ უნდა წაეგო, ჩვენი მეტოქისთვის კი მოგება ეროვნული ზეიმის ტოლფასი გახლდათ.

ისტორიულად ასე იყო, ძველ დროში მათთვის "არარატის" მიერ "დინამოს" ძლევა ერთგვარ იდეა-ფიქსს წარმოადგენდა, გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო მატჩში გამარჯვებაა და ხშირ შემთხვევაში ოდიოზურ ფორმას იღებდა.

დრო გადის, დამოკიდებულება კი არ იცვლება. გეგონებათ, ჩემპიონთა ლიგა მოეგოთ, ისე ხარობენ - თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიულოცა "არარატ
არმენიას" "საბურთალოსთან" გამარჯვება, საბაჟოზე კი ისე დახვდნენ პურმარილით, როგორც დიდ ბრძოლაში გამარჯვებულ ეროვნულ გმირებს.


რა იყო მარცხის მიზეზი?

მოდით, თავი დავანებოთ ისტორიულ ექსკურსსა და ემოციებს და შევეცადოთ, "საბურთალოს" წარუმატებლობის მიზეზები ობიექტურად ავხსნათ. ავხსნათ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, ერთმანეთისთვის ტალახის სროლის გარეშე.

მხოლოდ ფაქტებით. საპასუხო თამაშამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მიდიოდა კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ "საბურთალომ" "ტოტალიზატორზე ითამაშა", რამეთუ ბოლოს ნიკოლოზ მალის რომ გოლი გაეტანა ან მსაჯს თამაშგარეს გამო გიორგი რეხვიაშვილის გოლი არ გაეუქმებინა, ეს მოსაზრება აღარც იარსებებდა. არც მსაჯების მიერ ქართული გუნდების წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზეა საუბარი მართებული.

უბრალოდ, მოსაგები უნდა მოიგო და დაამთავრო საქმე. "საბურთალომ" კი ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე ევროტურნირული მატჩი ჩააგდო. ე.ი. კანონზომიერებასთან და არა შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე.


სისტემატურად ვუყურებ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და "საბურთალოს" ნაკლოვანებები იქაც კი შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, ხშირად ერთგვარი კომპლექსით თამაშობს და დაუკომპლექტებელია. გავიხსენოთ, მაგალითად, მე-10 ტურის მატჩი ბათუმში, რომელსაც 2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:4 წააგეს, თან ჯოვინო ფლამარიონიმ პენალტი ვერ გაუტანა.

ჩვენი ჩემპიონი შედრკა, გულშემატკივრების ზეწოლას ელემენტარულად ვერ გაუძლო, ამის უნარი არ აღმოაჩნდა. იგივე დაემართა ერევანში "არარატ არმენიასთან" პირველ ტაიმში. ვერ გაუძლო ევროპა ლიგაზე სამივე საშინაო მატჩში თამაშის წნეხსაც, ხოლო როდესაც ამდენ რამეს ვერ უძლებ, გამოდის, ვერა ხარ ჯერ საევროტურნიროდ მზად და ფიასკოც ლოგიკურია, ვინაიდან გარკვეული შიშით ასპარეზობ.

მივყვეთ სათამაშო რგოლების მიხედვით.

მეკარეები

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია და წაგებებს ვერანაირად ვერ დავაბრალებთ, "საბურთალოს", ალბათ, უფრო მაღალი კლასის გოლკიპერი უნდა ჰყავდეს.

გასაკვირი იყო ლაზარე კუპატაძის ლუქსემბურგის "ჟენესში" გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. ამ ბიჭმა კარიერა სწორედ "საბურთალოში" გაიკეთა, ყმაწვილი კაცი მისი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კანდიდატიც გახდა და ევროპაში გადაბარგების ცდუნებას ვერ გაუძლო, სწორად ვერ გათვალა და სერიოზული შეცდომა დაუშვა.

საერთოდ გაუგებარია, რატომ და რისთვის ჩამოიყვანეს მესამე კიპერად 30 წლის უკრაინელი დენის შელიხოვი, თუ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

დაცვა

ეს გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია და მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მისი სტიქიური უბედურებაა. მორღვეულ ღობეს ჰგავს, ნებისმიერი იერიში მეტოქისა სახიფათოა და ცენტრში ბურთის ყოველი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულდეს.

მოწინააღმდეგე ფლანგიდან უპრობლემოდ გადის, ცენტრბეკები კი ვერ არჩევენ სწორად პოზიციას, ვერ კითხულობენ თამაშს და შედეგიც სახეზეა. აქ არ მინდა პერსონიფიცირება და კონკრეტიკა, რადგან ეს უკანა ხაზის ყველა წევრს ეხება.

ნახევარდაცვა

ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა - მითხარი, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. "საბურთალოს" შუა ხაზს შეუძლია ბურთის დაჭერა, შეტევა, მაგრამ არასტაბილურია, ფეხბურთელებს სისწრაფე აკლიათ, უკან დროულად ჩასვლას ვერ ასწრებენ, დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის.

ლუკა ლაკვეხელიანის და მალის შეტევებში ჩართვისას ვერ აზღვევდნენ. "არარატ არმენიასთან" თბილისურ მატჩში ნახევარმცველებმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, გადამწყვეტ მომენტში სწორხაზოვნად, ქაოტურად  უტევდნენ, ვერ გადალახეს სომხური გუნდის დაცვის ბარიერი, ჯეროვან დახმარებას ვერ უწევდნენ თავდამსხმელებს, ვერ ამარაგებდნენ გადაცემებით.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს, რომელსაც ჩამშლელის ფუნქცია დაეკისრება.

თავდასხმა

"არარატ არმენიასთან" საპასუხო მატჩისას "საბურთალოს" ფორვარდები, ასე ვთქვათ, მშრალ ულუფაზე იმყოფებოდნენ, ნაკლებს მოძრაობდნენ, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდნენ, ვერ იხსნებოდნენ გადაცემისთვის. ნიშანდობლივია, რომ სამი რეალური მომენტიდან მხოლოდ ერთი შექმნა თავდამსხმელმა - გიორგი გაბედავამ, რომელსაც გოლის გატანა მეკარემ არ დაანება.

რისი იმედი უნდა გვქონდეს?

ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა, სამომავლოდ რა სტრატეგიას აირჩევს. კრიტიკის გარდა, უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა ტირასპოლში და ერევანში მეორე ტაიმში.

მალის, ლაკვეხელიანის და კოხრეიძის სახით პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, გუნდი სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას საჭიროებს და ამ ბიჭების გარშემო ახალი გუნდის აშენებას, რომელიც უფრო სწრაფად ითამაშებს, რგოლებს შორის კავშირი გაცილებით მყარი იქნება და ფსოქოლოგიურ პრობლემასაც მოიხსნის.

ყველაფერ ამას კი მოფიქრება და საფუძვლიანად, მშვიდად, თანმიმდევრულად განხორციელება სჭირდება. გააჩნიათ კი ამ ყველაფრის გაანალიზების და განხორციელების უნარი?

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

altეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

მკითხველის კომენტარები / 65 /
თქვენის ნებართვით ერთ კომენტარს მეც გავაკეთებ:
საბურთალოს მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ეყო ვაჟკაცობა და წაგებული მატჩის გამო პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მე მას ადამიანურად ვუთანაგრძნობ, და ამაზე ბევრჯარ უარესებიც მომხდარა ფეხბურთში.
მე მაინტერესებს, თბილისელები იღებენ პასუხისმგებლობას სტადიონი სანახევროდაც კი არა, მეოთხედითაც რომ არ იყო შევსებული? მხოლოდ სხვისკენ თითის შვერით ვერასოდეს წინ ვერ წავალთ ვერცერთ დარგში.
irakli
16 აგვისტო 2019 18:22
24
ვინც იყო, რა? უნდა ვისწავლოთ გულშემატკივრობა. ფეხბურთელს, რომ ვთხოვთ 90 წუთი ითამაშეო და სწორიცაა, ჩვენც ცოტა მეტი გავისარჯოთ, რომ ფეხბურთელმა იგრძნოს, რომ მის გასამხნევებელად ვართ მისული და არა ჩასფრებული, როდის შეეშლება და ვაგინოთ. ფეხბურთელები არ ვიცი რას განიცდიან, მათ მეტი აქცენტი თმების და წვერის ვარცხნილობაზე უფრო აქვთ ვიდრე ერთი საათით ასეთი საპასუხისმგებლო თამაშისთვის მომზადებაზე. კიდევ ან მწვრთნელი უნდა იყოს ძლიერი ფსიქოლოგი ან ამ საქმის ნამდვილი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს გუნდთან. გუნდს ზაგრებთან უკვე დაეტყო, რომ გატეხილი იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ინერციით მიდიოდა და აქამდე ეყო ძალა. ახლა რომც გავმძვრალიყავით დუდელამჟთან უარესი ფიოსკოს მომსწრენი გავხდებოდით. სწორია წერილის ავტორი, ბევრი რამაა შესაცვლელი.
გიზოგ
16 აგვისტო 2019 18:52
2
კი მაგრამ ფეხბურთელებმა ამდენი გულშემატკივრის წნეხს ვერ გაუძლესო და უფრო მეტნი რო ვყოფილიყავით წნეხიც მეტი არ იქნებოდა? მე უფრო მიზეზი მგონია გულშემატკივრის სიმცირეს დააბრალო წარუმატებლობა.
პეტრე
17 აგვისტო 2019 02:00
0
ყველა გამოხმაურება
და ამათ კობიაშვილი ხალხის ფულით აფინანსებს. გააუქმეთ ეს გუნდი საერთოდ.
გია
17 აგვისტო 2019 13:12
1
Melas rac esizmreboda is elandeboda. Vinc xshirad Debs fsonebs da agebs kvela tamashi gakiduli gonia. Axlac asea.
Soso
16 აგვისტო 2019 16:12
6
შნ სადაური მელა ხარ ერთი ესეც გაგვიმხილე გენაცვალე!
sormona
16 აგვისტო 2019 16:48
4
რატო უნდა მოეგოთ?ერევანში აგებდნენ და გაუმართლათ.აქაც არ5აფრით უკეთესები არ იყვნენ არარატზე და თავის თავზე.რატო თვლის უმეტესობა რო ჩვენი მოსაგები იყო ვერ გამიგია
თამაზი
16 აგვისტო 2019 21:33
8
დაელოდეთ ამ უეფას რაპორტს. წინასწარ რომ იძახით გაყიდულიაო.. 5 ლარს არ დადებდნენ გამოვარდნაზე თუ ჩაწყობილი იყო მართლა.. ასე, რომ თუ უეფასგან მოვა დასკვნა, რომ სადმე საეჭვო ფული დაიდო გამოვარდნაზე, მაშინ დავიჯერებ.. ასე უბრალოდ საიდან მოგაქვთ რომ ჩაწყობილი იყო ვერ ვხვდები..
თუ ჩაწყობილი იყო მარტივად მიხვდებით.. მოვა უეფასგან რაპორტი და მოკვეთავენ გუნდს 2-3 წლით.. ვნახოთ ერთი როდის მოვა )) მეც ძალიან გამიტყდა რომ წააგენ, მაგრამ ცილის წამება ყველაზე ცუდი რამაა..
ზუზუ
16 აგვისტო 2019 16:58
19
გაყიდვა მხოლოდ ტოტალიზატორში ფულის დადება გგონია? )) აი მაგალითად, მათ მილაორდელ მფლობელს რომ გადაეხადა თანხა, მისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გაყვანაში, ამაზე რა აზრის ხარ? ანუ ტოტალიზატორში არცერთ მხარეს რომ არ ეთამაშა
ნიკა
16 აგვისტო 2019 17:06
3
სავალდებულო არ არის ტოტალიზატორზე დადება.
chabuka
16 აგვისტო 2019 17:03
3
Aleksandre ძმაო ვიცი კალათბურთში კი არა ძიუდოშიც,ჭიდაობაშიც დაიწყეს ისევ მაიმუნობა,მაგრამ ფეხბურთს პირველობაში ვერ შეედრებიან.მეც არ ვიცი როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ნაცნობ ზემოდან დარეკვას,მაგრამ შენ რო მოდიხარ ფედერაციის პრეზიდენტად უნდა იცოდე და ებრძოლო კიდეც-აბა რისთვის მოდიხარ,ფულის საკეთებლად?მოკლედ მე ჩემ აზრზე ვრჩები,აქ დავწერე ერთხელ და ზიგიერთებს არ მოეწონათ-სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის უბრალო ოჯახიდან,სულ ასეთი შედეგს დაგვიდებენ მამიკოს ბიჭები.მგელი მშიერი ნადირობს. აბა ერთხელ ნახეთ რა ბიჭები გვყავს რაგბში პატარძეულის „ვეფხვებში“.კისრები აქვთ მზეზე მუშაიბით დამწვარი,ხან მტვირთავებად მუშაობენ,ხან რაზე და საღამოთი გმირულად თამაშობენ.სუ მძვლების ლაწა-ლუწი ისმის და მინდორი ტრაქტორით მოხნულსა ჰგავს ხოლმე თამაშის მერე.რომელ თამაშის გაყიდვაზე გაგიჩნდება აზრი ამათი მაყურებელს?აგებენ მაგრამ ყველა თამაშში დებენ სულსა და გულს სოფლის ბიჭები.ეხლა ბითაძეს ნახავთ ყველა რეებს გააკეთებს იმიტომ რომ ეგეც უბრალო ოჯახიდან არი და ბრძოლით უნდა მიახწიოს მიზანს.
P.s.მალე ნაკრებს ელის გადამწყვეტი თამაშები-ღმერთი არ გაგიწყრეთ და ასე უგულოდ არ მოგვექცეთ თორე ალბათ კაცი აღარ მოვა სტადიონზე.წარმატებები ყველას!!!
Jordan Beli
17 აგვისტო 2019 16:34
1
ჟურნალისტებო აგერ უკვე კარს მოგვადგა სანაკრებო თამაშები,ან ინფორმაცია მოგვაწოდეთ ვინ როგორ სად რა ფორმაშია ან ვაისას დაურეკეთ მაინც რას აპირებს კიდე 7 მცველით უნდა თამაში თუ ამატებს კიდევ 1 მცველს რაღაცა გაგვაგებინეთ,ვერ ხედავთ ამდენი უარყოფითი მოვლენააა ფეხბურთის მხრივ ჩვენს ქვეყანაში და ხალხი მაინც ამ სპორტით ცხოვრობს ზურგს არ გაქცევთ და იმედით ვართ,ცოტა მეტი ინფორამცია მოგვაწოდეთ ხალხნო იმაზე მეტი ოქრიმ რო კვიპროსის მეორე ლიგას დუბლი შეუსრულა,გაიგეთ რამე ჯანოზე,მჭედლოზე,ქვილითაიაზე,არაბიძეზე,ჩაკვეზე რა ხდება მზად თუ არიან (ჩაკვეს გარდა)კითხეთ ვაისას რას აპირებს საბურთალოდან აპირებს თუ არა მალის გამოძახებას მარჯვენა მცველად იქნება კონკურენციის სუნმა კაკაბაძე მოხოდოს,ასევე ლაკვეხელიანი მოვსინჯოთ,ევროპაში გადაცემები ეძღვნება პერპექტიულ მოთამაშეებს და ხშირად პრესის მოთხოვნით და რეკლამით ფეხბურთელებს იძახებენ და ამარგლებს კიდევაც,იქნება აღმოვაჩინოთ რამე ან ვინმე,იქნებ ის არაბიძე დავაბრუნოთ და სტიმული მივცეთ იქნება იფრინოს იმ ბიჭმა,ჟურნალისტებო ვაისას ბანალურ კითხვებს რომ უსვამთ ცოტა დაუძაბეთ და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კითხვები დაუსვათ!!!
ჯენარო
17 აგვისტო 2019 15:12
0
როგორ უპრავებთ არა გვხვენიათ ? ნაცარს აყრით თვალებში ხალხს, ქმარი რომ შეუსწრებს ცოლს საყვარელთან და ,,კიტრი,, იყო მოგეჩვენაო ცოლი რომ ამტკიცებს მაგას გავს თქვენი საქმე, ჩვენ კი უბრალო გულშემატკივრებს ვერ დაგვაჯერებთ სიყალბით და მიმიფურთხებია თქვენი ფეხბურთისთვის..
ქართველი
17 აგვისტო 2019 14:06
1
ზღაპრებს ნუ ყვებით რა თამაში გაყიდული იყო
912
17 აგვისტო 2019 11:23
3
და რა იცი რო სომხებმა ერევანში არ ითამაშეს ტოტალიზატორზე , რახაც საეჭვო 2 ბურთი გაიტანა საბურთალომ 5 წუტში . თბილისში კი ჩამოვიდნენ მოიგეს და ცავიდნენ ,და საბურთალო არაფრის ბაიბურშიც არ იყო...
912 s
17 აგვისტო 2019 14:03
3
გუნდი გასაძლიერებელია. ფეხბურთელებმა ეს დღე უნდა დაივიწყონ.
მთავარია მოტივაცია არ დაკარგონ და გააგრძელონ ბრძოლა ჩემპიონობისთვის.
შემდეგ წელს უკეთეს შედეგს დადებენ.
Jaba
16 აგვისტო 2019 16:54
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული