ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.


მკითხველის კომენტარები / 27 /
შემდეგ ალბათ აზერბაიჯანში , ან უზბეკეთში წავა უკეთესი პირობების გამო. თურქეთი რითი სჯობს ევროპას გამაგებინა ერთი.
ოდდსპორტალი
14:37 19-08-2019
2
უკეთეს პირობებში რა იგულისხმება, ფული სათამაშო დრო თუ რა, ეგეც დააფიქსირეთ ხოლმე რომ გაიგოს ხალხმა, როგორც ასეთი ესპანეტი 10 თავით ჯობია თურქეთს, მითუმეტეს როცა გუნდი გადმოსასვლელად ბრძოლობს, საგრძნობლად გაძლიერდა კადისი, თურქეთში უნდა იტამაშოს, გუნდში რომელიც ცხრილის შუა ადგილია და სუპერ ლიგაში დასარჩენად, ესპანეთში უფრო განვიტარდებოდი ლევან, შეიძლება ვცდები მაგრამ ლოგიკურად მასე, სად ესპანური და სად თურქული , ცარმათებები ნუ ბლოკავთ..
va-le
13:36 19-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული