კალაძის ყოფილი თანაგუნდელი: მანქანით მივდივართ და უცებ კახა ფეხზე ხელს მადებს და მეუბნება, დღეს მარტო ხარ?

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჰაცკევიჩმა, რომელიც წარსულში კიევის "დინამოში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ძველ ინტერვიუში რამდენიმე სახალისო ისტორია გაიხსენა.

"ყველაზე მხირაული კახა კალაძესთან გატარებული პერიოდი იყო. "დინამოში" ახალი გადმოსული  იყო და უკრაინული კი არა, რუსულიც არ იცოდა. თავიდან რითიც შემეძლო, ვეხმარებოდი. ქალაქში სადმე გასვლა, საყიდლებზე წაყვანა, გზის ჩვენება და ა.შ.

ერთხელ მანქანით კიევში გადავაადგილდებით და უცებ კახა ფეხზე ხელს მადებს და მეუბნება: დღეს მარტო ხარ?" მე, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გამოვშტერდი. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ქართველები ქალების
საკითხში დიდი სპეციალისტები არიან. აქ ასეთი რამ ხდება.

"ცოლთან ერთად" - ვუპასუხე და კახამ გადაიხარხარა. თურმე სწორად ვერ გადმოსცა სათქმელი. ჩემი რესტორანში დაპატიჟება სურდა და უნდოდა ეკითხა, დაკავებული ხომ არ ვიყავი საღამოს და ასე ნამეტანი ინტიმურად გამოუვიდა.

ჰო, კახა კარგი ბიჭია. ძალიან მაგარი ადამიანი. სხვათა შორის, როცა "დინამოში" მოვიდა, საერთოდ არ სვამდა. აი, ასეთი ქართველი გამოდგა, რომელიც ღვინოს არ სვამს. თუმცა, როცა მამა და ძმა მოდიოდნენ, სამწუხაროდ, მისი ძმა შემდეგ მოიტაცეს. აი, მაშინ ყველაფერი ნამდვილად სამხრეთულად ხდებოდა.

ჩვენს სახლში, ალბათ, "დინამოს" 9-10 ოჯახს უცხოვრია და კალაძეები ყველას სტუმრად ეპატიჟებოდნენ, ზოგჯერ რესტორანში ცოლებთან და ბავშვებთან ერთად. კახა არ სვამდა, რადგან ჩვენს ბავშვებთან თამაშით იყო გართული.

ამასთან ერთად, მეორე კიეველი ქართველი დემეტრაძე კალაძის სრულიად საპირისპირო მხარე გამოდგა. მას უყვარდა სადღეგრძელოების თქმა მიზეზით თუ უმიზეზოდ. ხოლო ქართული სადღეგრძელოები ეს, რა თქმა უნდა, შოუა. დემეტრაძე თუ კალაძის მამას დაიწყებდნენ სადღეგრძელოს თქმას მშობლებიდან, შემდეგ ყველა, ვინც ჩვენთან ისხდა, ჯანმრთელობას უსურვებდა, შემდეგ კი ოფიციანტებს და რესტორნის ადმინისტრატორებს მადლობებს უხდიდნენ. ზოგჯერ მათი სადღეგრძელოები 7 წუთიც კი გრძელდებოდა."

მომზადებულია tribuna.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა საჭიროა ეს შეკვეთილი სტატიები?
30
ბიძინასია ეს გამოცემა და სხვას რას ელოდი?
ვახო
19:33 22-10-2019
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული