ფოტო: gff.ge
დღეს, 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება მეინ-რაუნდის მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებსა და ფინეთის გუნდს შორის. სწორედ ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტ-რაუნდში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისათვის ბოლო დასაძლევი ეტაპი იქნება.
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე მეინ-რაუნდი მასპინძლების დამარცხებით დაიწყო - 3:2. მეორე შეხვედრაში კი, ესპანეთთან 2:3 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებს ბურთების შეფარდება 5:5-ზე აქვს და ბოლო მატჩის წინ ჯგუფში მეორე ადგილზეა. ესპანეთმა, კი უკვე გაინაღდა ელიტ რაუნდში თამაში.
ფინეთის ნაკრებმა ესპანეთთან 1:4 წააგო, ხოლო პოლონეთს
რაც შეეხება პირველ ადგილს, მეინ-რაუნდში უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება. თუ ჩვენ ფინელებს მოვუგებთ და ესპანეთი პოლონეთთან წააგებს, შესაძლებელია პირველ ადგილზეც კი გავიდეთ ჯგუფში. თუმცა, ბუნებრივია, ამის შანსი ძალიან მცირეა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძელ პოლონეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლია [VIDEO]