კომიტეტის წევრებმა კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფას სოლიდარობის თანხების განაწილებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გამოყოფილი თანხის 70% "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" ათ გუნდს თანაბრად გაუნაწილდება, დარჩენილი 30% კი - "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის გუნდებს.
ცვლილება შევიდა ლიცენზირების დებულებაში, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას ახალ მოთხოვნებთან. განხორციელებული ცვლილების შედეგად, 2020 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვის ლიცენზირების გავლა სავალდებული გახდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით