გიორგი მელქაძე რუსული პრემიერლიგის კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ქართველი გიორგი მელქაძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ტამბოვის" მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა დაასახელეს.

მელქაძე, რომლის სატრანსფერო უფლებებიც მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის, იჯარის წესით გამოდის "ტამბოვში" და პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ტამბოვი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონის ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. გუნდში კიდევ ორი წარმოშობით ქართველი თამაშობს: მეკარე გიორგი შელია და მცველი გურამ თეთრაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსეთი აინტერესებს ამ კაცს რუსეთის სასარგებლოდ გაკეთა არჩევანი ისევე როგორც ჯიქიამ რაში გვაინტერესებს ჩვენ ახლა მისი კარგი თამაში რეალშიც რომ იყოს მაინც.
გიორგი
16:20 15-12-2019
3
თითქოს საინტერესო საიტია და რა სამწუხაროა, რომ მასზე ცენზურაა: ანუ ქვეყნდება მხოლოდ ის კომენტარები, რომლებიც მისაღებია რედაქციისათვის! უკვე მრავალჯერ დავრწმუნდი ამაში! :–( ღირს კი აქ კომენტარების გზავნა?!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული