19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ლეგენდათა თასი ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
რევიშვილი, კალაძე, დემეტრაძე, სალუქვაძე, კობიაშვილი, ამისულაშვილი, მარცვალაძე, ცქიტიშვილი, იაშვილი, სირაძე, გრიშიკაშვილი, ფოფხაძე, მაჭავარიანი, კვირკველია, ხომერიკი, რევაზიშვილი.
წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ.