თბილისის "დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის საიტი იუწყება.

გუნდმა რამდენიმე დღე დაისვენა, დღეს ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა და სლოვაკი ახალწვეული სტეფან ორშულა შეუერთდა, რომელსაც კონტრაქტი გაუფორმეს.

6 თებერვალს "დინამო" მორიგ საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიჩკის" შეხვდება.

პირველ შეკრებზე "დინამომ" სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3). აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის შეგირდები ურიგოდ არ თამაშობდნენ, უმეტესწილად უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაცვის უპატიებელი შეცდომების გამო უშვებდნენ გოლებს და მარცხდებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ წაგებებით ვერ განსაზღვრავ ვერაფერს იყო ხოლმე ქართული კლუბები სახელიან გუნდებს ამარცხებდნენ ამხანაგურში და მერე ევროტურნირებზე გვარცხვენდნენ, არ ვარ დინამოს ფანი
Ultranationalist
09:22 05-02-2020
0
ჯერ აცადეთ და მერე შეაფასეთ,ნუ აჩქარდებით.წარმატებები კახას და მის გუნდს.
ჭუმიკა
13:42 04-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული