თბილისის "დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის საიტი იუწყება.

გუნდმა რამდენიმე დღე დაისვენა, დღეს ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა და სლოვაკი ახალწვეული სტეფან ორშულა შეუერთდა, რომელსაც კონტრაქტი გაუფორმეს.

6 თებერვალს "დინამო" მორიგ საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიჩკის" შეხვდება.

პირველ შეკრებზე "დინამომ" სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3). აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის შეგირდები ურიგოდ არ თამაშობდნენ, უმეტესწილად უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაცვის უპატიებელი შეცდომების გამო უშვებდნენ გოლებს და მარცხდებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩისკოს მერე რომ ამას მოიყვან დინამოში რაღა წარმატებაზე უნდა იფიქროზ?
დ.ფ.
06:04 04-02-2020
1
ჯერ აცადეთ და მერე შეაფასეთ,ნუ აჩქარდებით.წარმატებები კახას და მის გუნდს.
ჭუმიკა
13:42 04-02-2020
0

სიახლეები პოპულარული