საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" მეორე შეკრება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის საიტი იუწყება.
გუნდმა რამდენიმე დღე დაისვენა, დღეს ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა და სლოვაკი ახალწვეული სტეფან ორშულა შეუერთდა, რომელსაც კონტრაქტი გაუფორმეს.
6 თებერვალს "დინამო" მორიგ საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიჩკის" შეხვდება.
პირველ შეკრებზე "დინამომ" სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3). აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის შეგირდები ურიგოდ არ თამაშობდნენ, უმეტესწილად უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაცვის უპატიებელი შეცდომების გამო უშვებდნენ გოლებს და მარცხდებოდნენ.