საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "სპორტი იმედზე" სხვადასხვა საკითხის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"ქუთაისის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ მინდორი დააგო. ახლა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, როგორც სტადიონის მფლობელს, დარჩა სხვადასხვა სამუშაოები ჩასატარებელი, რათა ეროვნული ლიგის თამაშები "ტორპედომ" ქუთაისში ჩაატაროს.
საჩხერეშიც მიმდინარეობს სამუშაოები. იგივე მინდრის საფართან დაკავშირებით პირველი ეტაპი საქმიანობისა უკვე დასრულდა. მოგეხსენებათ, ივანწმინდაში თამაშები აღარ ჩატარდება და იმედი გვაქვს, რომ "ჩიხურა" ზაფხულიდან საჩხერეში ჩაატარებს ეროვნული ლიგის შეხვედრებს.
15 თებერვალს ვიდეო რეფერისთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. სტურმები გვეყოლება ფიფადან და უეფადან.
როგორც იცით, ერთა ლიგის თამაშზე ვიდეო რეფერი იმუშავებს და ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში.
ჩვენ ვმუშაობთ ვიდეო რეფერის ეროვნული ლიგის თამაშებზე შემოღებას. სულ მცირე, ცენტრალური მატჩებისთვის მაინც შევძლოთ ამ სისტემის გამოყენება. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაო პროცესია, ძალიან ბევრი რამ გვჭირდება ამისათვის და ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლისთვის ეროვნული ლიგის თამაშებზე, სხვა ლიგების ცენტრალურ შეხვედრებზე შევძლოთ და ეს სისტემა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებს ბელარუსთან მატჩამდე, მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ძირითადი ნაწილი უცხოეთში თამაშობს, მათ სეზონი უკვე დაეწყოთ და ძნელი არის ნაკრების შეკრება. თუმცა, ეროვნული გუნდის წევრი დადის სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილზე ნახულობს ნაკრების კანდიდატებს. ამჟამად ვლადიმირ ვაისი თურქეთში იმყოფება, რადგან ბევრი ქართველი ფეხბურთელის კლუბი სწორედ იქ გადის მოსამზადებელ პროცესს.
უშუალოდ შეხვედრის დღეს, 26 მარტს 6 საათიდან გაიღება ფან ზონა, იქნება ბევრი გასართობი გულშემატკივარისათვის. სასურველია, რომ ფანები რაც შეიძლება ადრე მოვიდნენ სტადიონზე და თამაშის დაწყებასა და ეროვნული ჰიმნის დაკვრას იქვე შევხვდეთ."