თბილისის "დინამო" "მლადოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში თბილისის "დინამო" სერბეთის "მლადოსტთან" 0:1 დამარცხდა.

"დინამომ" გოლი 39-ე წუთზე გაუშვა და ისევ დაცვის ცენტრიდან.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, იაშვილი, ნინუა, ქარდავა, ქიმაძე, ბუღრიძე, ორშულა, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, სანდოხაძე, პაპავა, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, ბაბუნაძე, ახვლედიანი

"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), მეორე შეკრების პირველ მატჩში კი სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.

დედაქალაქური გუნდი თურქეთში კიდევ 2 სპარინგს გამართავს - 12 თებერვალს
უკრაინის "ოლეკსანდრიას", ხოლო 15 თებერვალს კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული