თბილისის "ლოკომოტივი" ლატვიის "ტუკუმსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ბოლო ტესტ-მატჩი თურქეთში და მარცხი მინიმალური სხვაობით

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "ლოკომოტივმა" ბოლო, მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა და ლატვიურ "ტუკუმსთან" მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

ლევან კორღალიძის გუნდმა გოლი მეორე ტაიმის მიწურულს გაუშვა და დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.

ამ მატჩით "ლოკომოტივმა" თურქეთის ქალაქ სიდეში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. გუნდი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის საგურამოში, საკუთარ ბაზაზე მოემზადება.

"ლოკომოტივი" (სასტარტო): შეროზია, გაბაძე, ჭანტურია, უბილავა, გურეშიძე, ძებნიაური, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, შეწირული, შეყილაძე,
კაპანაძე, ჯინჯოლავა, იაკობიძე

fcloco.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინჯგია რატომ არ იყო? ყველაზე გამორჩეულია ლოკომოტივში
რატი
22:55 19-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული