sports.ru-მ გაიხსენა, რომ პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში წმინდა საფეხბურთო სტადიონი ლანჩხუთში ააშენეს და მკითხველს "გურიას" შესახებ მოუყვა.
თბილისში გადასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მშობლიურ ლანჩხუთის რაიონში თითქმის არ გამოჩენილა. მისი კარიერა აღმავალი გზით ვითარდებოდა: ქალაქის რაიკომის მდივნობიდან შინაგან საქმეთა მინისტრობას 7 წელიწადში მიაღწია, ხოლო 4 წლის შემდეგ საქართველოს ცკ-ის პირველ მდივნად დანიშნეს.
ედუარდი მაშინ კორუფციასთან ბრძოლით იყო გართული (თავისი მმართველობის პირველ 5 წელიწადში ამ მუხლით 30 ათასი ადამიანი დაიჭირა), მისი უფროსი ძმა კი - ფეხბურთით. ევგრაფი შევარდნაძე ლანჩხუთის რაიონს მართავდა და ხელისუფლებაზე ან წესრიგის დამყარებაზე როდი ოცნებობდა, არამედ "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე. ამის მისაღწევად არანაირ რესურსს არ ზოგავდა - ლანჩხუთის გარშემო საწარმოების და თვით "ცეხავიკების" მოგების ნაწილი, რომლებსაც ედუარდი ებრძოდა, გუნდს ხმარდებოდა.
"შავი "ვოლგით" ჩემთან ძალიან მსუქანი ქართველი მოვიდა, რომელიც მკვეთრი აქცენტით პირობებზე მესაუბრებოდა: "2 600-დან 3 400 მანეთამდე თვეში". სსრკ-ის განზომილებით - შოკოლადი. მინსკის "დინამოში", სადაც საბოლოოდ გადავედი, 250 მანეთი იყო ხელფასი და პლუს, მოგებაზე პრემია 50 მანეთი", - იხსენებს უფროს შევარდნაძესთან შეხვედრას სერგეი გერასიმეცი. ვიქტორ ხლუსმა პრემიალურები გაიხსენა: "კიევის "დინამოში" მოგებაზე 60 მანეთს ვიღებდი, "გურიაში" კი 400-ს, 500-ს, 600-ს, ხანდახან 800-საც".
"შავი "ვოლგით" ჩემთან ძალიან მსუქანი ქართველი მოვიდა, რომელიც მკვეთრი აქცენტით პირობებზე მესაუბრებოდა: "2 600-დან 3 400 მანეთამდე თვეში". სსრკ-ის განზომილებით - შოკოლადი. მინსკის "დინამოში", სადაც საბოლოოდ გადავედი, 250 მანეთი იყო ხელფასი და პლუს, მოგებაზე პრემია 50 მანეთი", - იხსენებს უფროს შევარდნაძესთან შეხვედრას სერგეი გერასიმეცი. ვიქტორ ხლუსმა პრემიალურები გაიხსენა: "კიევის "დინამოში" მოგებაზე 60 მანეთს ვიღებდი, "გურიაში" კი 400-ს, 500-ს, 600-ს, ხანდახან 800-საც".
შევარდნაძის დაწინაურების მიხედვით, უფროსი ძმის გავლენაც იზრდებოდა. როდესაც უმცროსი რაიონული მასშტაბის ჩინოვნიკი იყო, უფროსი "გურიას" მეორე ლიგაში იჭერდა. როგორც კი წინ წაიწია, 1980 წელს გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა, ხოლო როცა 1987 წელს ედუარდი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, "გურია" უმაღლეს ლიგაშიც გადავიდა. შესაძლოა, ამ ყველაფრის მიღწევა კანონიერი გზით არ ხდებოდა.
"ლანჩხუთში გუნდს ედუარდ შევარდნაძის ძმა ხელმძღვანელობდა. იქ ღმერთივით იყო. ჩვენ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, გასახდელში მივდივართ, მან მსაჯებს თავის "ვოლგასთან" უხმო, ჩაჩურთა. მეორე ტაიმში ისინი შეცახცახებულები გამოვიდნენ", - ამბობდა "რუბინის" ფეხბურთელი რენატ კამალეტდინოვი, რომელიც "გურიას" თავისი გუნდის შემადგენლობაში მეორე ლიგაში შეხვდა.
მსაჯებზე ზეწოლის თეორიას ნაწილობრივ 1986 წლის სეზონის სტატისტიკა ადასტურებს, როდესაც "გურია" პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და უმაღლესში გადავიდა. 21 მოგება და მხოლოდ 2 წაგება სახლში. 7 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება სტუმრად - ტიპური საშინაო გუნდი. ხანდახან ამის გამო ხმამაღალ სკანდალებსაც ჰქონდა ადგილი. იმ წელს უმაღლესში გადასასვლელად ბოლომდე "გურია" და "დაუგავა" იბრძოდნენ, რომლებიც პირველობის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ერთმანეთს ლანჩხუთში შეხვდნენ. ადგილობრივებმა 2:1 გაიმარჯვეს, მსაჯებმა კი მატჩი ისე ჩაატარეს, რომ დისკვალიფიკაციით დასაჯეს - ყველა შეცდომა მასპინძელთა სასარგებლოდ დაუშვეს. თუმცა, ეს უკვე აღარავის არ აღელვებდა - "გურია" პირველად აღმოჩნდა უმაღლესში.
ფეხბურთით რეგიონში არა მარტო შევარდნაძე, არამედ მთელი მოსახლეობა იყო აღფრთოვანებული. "დაუგავას" მიერ იმ მატჩის საჩივარში მათი საქციელია აღნიშნული: 15 000-იან სტადიონზე (სინამდვილეში 10-ათასიანი იყო) 30 ათასი მაყურებელი მოვიდა, რომლებიც გასასვლელებში იდგნენ, მოედანთან ახლოს ისხდნენ, რითაც ფეხბურთელებს ბურთის აუტიდან მოწოდებაში ხელს უშლიდნენ.
ქვემოთ ვიდეოს ნახავთ, სადაც "ლოკომოტივთან" სეზონის ბოლო მატჩში გულშემატკივრები პალმებზეც კი სხედან.
უმაღლესში დებიუტის წინ შევარდნაძემ სტადიონის გაფართოების ამოცანა დასახა. რეკონსტრუქცია 1987 წლის პირველ იანვარს დაიწყო. ფული, როგორც ყოველთვის, ადგილობრივმა საწარმოებმა მისცეს, მშენებლობაში კი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. 22-ათასიანი სტადიონი ახალი ტრიბუნებით, ტაბლოთი და განათების ანძებით 2 მარტს მზად იყო, ხოლო 14 მარტს იქ "სპარტაკმა" ითამაშა.
უმაღლესში დებიუტის წინ შევარდნაძემ სტადიონის გაფართოების ამოცანა დასახა. რეკონსტრუქცია 1987 წლის პირველ იანვარს დაიწყო. ფული, როგორც ყოველთვის, ადგილობრივმა საწარმოებმა მისცეს, მშენებლობაში კი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას. 22-ათასიანი სტადიონი ახალი ტრიბუნებით, ტაბლოთი და განათების ანძებით 2 მარტს მზად იყო, ხოლო 14 მარტს იქ "სპარტაკმა" ითამაშა.
ორზე მეტად გაზრდილი ტრიბუნები გაივსო. მატჩზე 2.5-ჯერ მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე ლანჩხუთის მოსახლეობა იყო (1987 წლის მონაცემებით 9 021 ადამიანი). ასე მოხდა 1987 წელს კიდევ 14-ჯერ.
სტადიონის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - პირველად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში, ცენტრალურ ტრიბუნებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკები არ იყო (ყოფილ დასახლებაში, რომელიც სპორტის სხვა სახეობას არ გულშემატკივრობდა, ისინი საჭირო არ იყო). ბრიტანეთივით არ გამოვიდა, მაგრამ ატმოსფერო "დინამოსა" და "ლუჟნიკებზე" უკეთესი გახლდათ.
კარსუკან კი პირიქით, უზარმაზარი მოედანი დატოვეს. მიზეზი დაუჯერებელია: შევარდნაძე პარალიზებული იყო და ტრიბუნაზე ასვლა არ შეეძლო, სადაც იმ დროს ინვალიდთათვის სპეციალური ადგილები არ იყო. მაშინ მან გამოსავალი მოძებნა: თამაშს "ვოლგიდან" უყურებდა, რომელიც კუთხურის ალამთან იდგა. სწორედ იმ ავტომობილისთვის დატოვეს იმხელა ადგილი. ეს საარქივო ფოტოებსა და ვიდეოებზე შეგიძლიათ ნახოთ.
იმ წელს "გურიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. არ გამოვიდა - საქართველო მტკივნეულად გამოდიოდა სსრკ-ის შემადგენლობიდან, გამოჩნდა დამოუკიდებელი ჩემპიონატი. ზედიზედ ორი წელიწადი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი ქვემოთ ჩავარდა. ახლა ის საქართველოს რანგით მეორე დივიზიონშია.
დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე სტადიონი დაკნინდა: ერთ-ერთი ცენტრალური ტრიბუნა ჩამოინგრა, მეორე ტრიბუნის მესამედზე ჯერ კიდევ ხის სკამებია. ახლა დიდ ფეხბურთს ლანჩხუთში მხოლოდ ოროთახიანი მუზეუმი მოგაგონებთ, სკვერი, რომელიც "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის 25 წლისთავს მიუძღვნეს და შევარდნაძის ბიუსტი. სტადიონი ახლა მისი სახელობისაა.