Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "გურიას" სამი უცხოელი ფეხბურთელი გაეპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი Gurianews.com ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელებმა გრიგოლეთში განთავსებული ბაზა ორი დღის წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვეს. კლუბის პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძის თქმით კი, ამის გამო ფეხბურთელებს სანქციები დაეკისრებათ.

"ბაზიდან არ გაპარულან. ბათუმში ჰქონდათ ბინა ნაქირავები და იქიდან წავიდნენ. ახლა ვიყავი ფეხბურთის ფედერაციაში და ამის გამო სამივეს 5-წლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ", - განუცხადა Gurianews-ს ურუშაძემ.

მისივე თქმით, გაქცეულ ფეხბურთელებს ხელფასები გადახდილი ჰქონდათ:

"მათ მიმართ კლუბს არანაირი დავალიანება არ გააჩნია. ხელფასებიც გადახდილი იყო. წასვლის ზუსტი
მიზეზი არ ვიცით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახლა უკან დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცი, რას ვიზამთ", - დასძინა ურუშაძემ.

მომზადებულია gurianews.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
გადენეთ აქედან
kaxa
09:59 23-04-2016
0
Dasajet rom gaigon ras nishnavs gurias galati
chipo
17:11 22-04-2016
0

სიახლეები პოპულარული