ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა და დღეს, 22 მაისს, თბილისის "დინამოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. სიტუაცია მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ განმარტა.
"ანანიძე თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულებას არ გააფორმებს. მისი სამსახურით რიგი კლუბები არიან დაინტერესებულნი. ჩვენ ჯერ კონტრაქტის გაფორმებისგან შორს ვართ. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება.
ჯანოს "ანორთოსისთან" კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ", - განუცხადა ლეფსაიამ championat-ს.
ანანიძე ფამაგუსტურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში გადავიდა, კონტრაქტი 31 მაისამდე გააფორმა, კვიპროსის
ჩემპიონატში კი 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ჯანო ანანიძე დღეს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება?
ანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
goal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა
ანანიძემ "სპარტაკსა" და სამოთხეს შორის არჩევანი გააკეთა
ქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში
ცეკვავენ ვარსკვლავებში უნდა გამოვიდეს კიდე მთავარი დამავიწყდა